Saturday, May 25, 2013

„მერსედესმა“ ახალ S-კლასზე 500-მდე შუქდიოდური ელემენტი გამოიყენა

New Mercedes-Benz S-Class Uses Some 500 LEDs to Do Away With Conventional Lights
25 მაისი
ავტომობილიზაციის ეპოქის დასაწყისში, ავტომობილეზე განათების მინიმალურ საშუალებებს იყენებდნენ. ამის ტექნიკური საშუალებაც ნაკლებად იყო. ხშირად, სალონი არც ნათდებოდა, ან ასეთ საშუალებებს ოპციის სახით სთავაზობდნენ მყიდველს. მაგრამ დროთა განმავლობაში, შესაბამისი ტექნოლოგიები დაიხვეწა და დღეს სარკეებიც კი მოხვევის ციმციმების დუბლიკატორებითაა აღჭურვილი. ამასთან, ვარვარების ნათურების ნაცვლად, სულ უფრო ხშირად იყენებენ შუქდიოდურ ელემენტებს.

„მერსედეს-ბენცმა“ კი თავის უახლეს S-კლასზე (W222) საერთოდაც აღარ გამოიყენა ნიკოლოზის დროინდელი ვარვარების ნათურა. სამაგიეროდ, ავტომობილის კომფორტისა და მოხერხებულობისთვის, ის 500-მდე შუქდიოდური ელემენტით აღჭურვა. მაჩვენებლების დაფა კი ორი ზორბა თხევადკრისტალური მონიტორით აღჭურვა, რომლებსაც „თავისი“ განათება ჰყოფნის.
ამ ტენდენციას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, ათეულობით შუქდიოდური ელემენტი გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ერთი ვარვარების ნათურა. მეორეც, ასეთი ელემენტები გაცილებით ეფექტურად ანათებს და თვალსაც არ ჭრის. ამგვარად, უსაფრთხო ექსპლუატაციასაც უზრუნველყოფს. როგორც სამქიმიანები ირწმუნებიან, შუქდიოდების გამოყენებით, საწვავის ხარჯის შემცირებასაც მიაღწიეს. კერძოდ, 100 კილომეტრზე ხარჯი 0.5 ლიტრითაა შემცირებული, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი (ყოველ კილომეტრზე) 2.1 გრამით შემცირდა.
შუქდიოდური ელემენტები ინტენსიურადაა გამოყენებული მთავარ ფარებშიც. კერძოდ, თითოეულში 56 ელემენტია, მყიდველის სურვილის შემთხვევაში კი დამატებითი ელემენტებითაც აღიჭურვება. ამ შემთხვევაში, ფარების კომპლექტში შევა სისტემა „ადაპტივ ჰაიბიმ ესისტ პლუს“, რომელიც საშუალებას იძლევა, მუდმივად ჩართული გქონდეთ მაღალი კონცენტრაციის მქონე ადაპტირებადი განათება, რომელიც შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლებს თვალს არ ჭრის. იგივე ეფექტით მუშაობს გაბარიტული და სტოპ ფარები, ასევე სხვა ინდიკატორები. ისინი მკვეთრი შუქით გამოირჩევა და არც სხვების ხედვას აუარესებს.
სულ, ახალ S-კლასზე გამოყენებულია: თითოეულ მთავარ ფარში 56 ცალი შუქდიოდი, უკანა ფარებზე 36 შუქდიოდი, ინტერიერში კი - დაახლოებით 300 შუქდიოდი.

No comments:

Post a Comment