Tuesday, May 21, 2013

„რენო მეგან RS რედ ბულ რეისინგ RB8“ - რჩეულისგან მხოლოდ რჩეულთათვის

Renault Reveals Mégane RS Red Bull Racing RB8 Limited Edition Model
21 მაისი

„რენომ“ და „რედ ბულმა“ შარშან ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონის ზედიზედ მესამე ტიტული მოიპოვეს. ამ მიღწევის აღსანიშნავად კი, ჰეჩბეკ „მეგანის“ ბაზაზე, ერთობლივად შეიმუშავეს მისი სპეციალური ვერსია, სახელად „რენო მეგან RS რედ ბულ რეისინგ RB8“. ავტომობილი, ისევე როგორც „რედ ბულის“ ბოლიდი, ლურჯი (ფერის სახელია კრეპუსკულ ბლიუ) ფერით შეღებეს.

ფერის გარდა, სპორტულ ჰეჩბეკზე ასევე დატანილია „რედ ბულის“ გრაფიკული გამოსახულებები. ასევე ავტომობილს აქვს ვერცხლისფრად (პლატინუმ გრეი) შეღებილი ზოგიერთი დეტალი. მაგალითად, უკანა სპოილერი, კარის სახელურები, წინა სპოილერი და გარე სარკეები. უკანა ფანჯრებზე დატანილია საჩემპიონო გვირგვინი.
ინტერიერში პირველ რიგში შეამჩნევთ სპორტულ „რეკაროს“ სავარძლებს, რომლებიც ტყავითაა გაწყობილი. სავარძლების საკისრეებზე, „რედ ბულ რეისინგის“ ლოგოა დატანილი. სალონში დანარჩენი სერიული „მეგან RS-ისა“ დარჩა. ეგაა, მანქანის დაქოქვისას, ცენტრალურ მონიტორზე ისევ „რედ ბულ რეისინგის“ ლოგო გამოისახება.
ავტომობილი აღჭურვილია „ბრიჯსტოუნის“ სპორტული რეზინით, რომელსაც სარბოლ „მეგან ტროფიზე“ იყენებენ. სხვათა შორის, პარტნიორებს ეს რეზინი ნურბურგრინგზე რეკორდის დასამყარებლად სჭირდებათ. ისინი 19-დუიმიან ბორბლებზეა მორგებული, რომლებიც შავადაა შეღებილი.
„რენო მეგან RS რედ ბულ რეისინგ RB8“ აღჭურვილია იმავე აგრეგატით, რითაც „მეგან RS“. ესაა 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი, რომელიც 265 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი ასევე აღჭურვილია გაზრდილი ხახუნის დიფერენციალით.
ამ ავტომობილს ფრანგული კომპანია 26 ქვეყანაში შეიტანს. საფრანგეთში მისი ფასი 36 000 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment