Wednesday, May 29, 2013

„აუდი“ ელექტრულ R8 e-ტრონს არ გაჰყიდის

All-electric Audi R8 e-tron won't go on sale
29 მაისი
„აუდიმ“ თავის სუპერ ავტომობილ R8-ს ბაზაზე ათი ცალი ელექტრომობილი R8 e-ტრონი შექმნა. თუმცა ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილების ბაზარზე გამოტანა არ იგეგმება და მათი დანიშნულება, მხოლოდ ტესტები და მათს საფუძველზე, შესაბამისი ტექნოლოგიების სრულყოფაა.

გერმანული კომპანია აღიარებს, რომ ელექტრომობილებისთვის საჭირო ელემენტების ფასი იმდენად სწრაფად და მკვეთრად არ შემცირდა, როგორც მოელოდა. სწორედ ამან განაპირობა გადაწყვეტილება, რომ R8 e-ტრონი გასაყიდად არ გამოვა და მხოლოდ ექსპერიმენტულ ავტომობილად დარჩება.
იყო ვარაუდი, რომ „აუდი“ ამ ავტომობილს შეზღუდული რაოდენობით (1000 ცალს) მაინც გამოუშვებდა. თუმცა, ინგოლშტადტელებმა ეს არ ისურვეს. ელექტული ავტომობილების სვლის მცირე სიშორის გარდა, მათი გადაწყვეტილება იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ელემენტების ბლოკის ენერგიით სრულად შევსებას დიდი დრო უნდა. სამაგიეროდ, როგორც ოფიციალურ რელიზშია აღნიშნული, R8 e-ტრონის დამზადებაზე კომპანიის სპეციალისტებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, რომელიც თავიანთი სამოდელო გამის ელექტრიფიკაციის პროცესში ძალიან გამოადგებათ.
ცნობისათვის, „აუდი R8 e-ტრონი“ ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 300 ცხენის ძალაა. ძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. ამ აგრეგატებით, R8 e-ტრონს ადგილიდან ასის აკრეფა დაახლოებით 4.2 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს დონეზეა შეზღუდული, სვლის სიშორე კი 200 კილომეტრზე მეტია. სხვათა შორის, R8 e-ტრონი ნურბურგრინგზე ელექტრომობილების რეკორდს ფლობს - ჩრდილოური მარყუჟი 8 წუთსა და 9.099 წამში აქვს გავლილი.

No comments:

Post a Comment