Thursday, May 23, 2013

„ფორდ ფიუჟნ ენერჯიმ“ NHTSA-სგან ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა

Ford Fusion Energi Earns Top Vehicle Safety Rating from NHTSA
23 მაისი

„ფორდის“ უახლესმა პლაგ-ინ ჰიბრიდულმა სედანმა „ფიუჟნ ენერჯიმ“, აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამით (NCAP), ქრეშ ტესტები წარმატებით ჩააბარა და მისგან უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა.

გარდა ამისა, „ფორდ ფიუჟნ ენერჯიმ“ ანალოგიური შეფასება პლიუსით მიიღო ამერიკის საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS) შეფასებითაც. იმავდროულად, ამერიკის დაცვის ადმინისტრაციისგან, საწვავის ხარჯის (კომბინირებული ციკლით) ოფიციალურ მონაცემად ავტომობილს უწერია 100 მილი გალონზე, რაც 100 კილომეტრზე 2.8 ლიტრის ტოლფასია. ამასთან, ქალაქში ხარჯი2.6 ლიტრია, მაგისტრალზე კი - 3.1 ლიტრი.
„NHTSA-ს შეფასებით, „ფიუჟნ ენერჯიმ“ მაქსიმალურად შესაძლებელი ქულები დაიმსახურა და იმავდროულად, ავტომობილი ძალიან ეკონომიურიცაა. ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, მომხმარებელს უნდა მივაწოდოთ ძრავების ფართო გამა და ეკონომიურობის მხრივ, ვიყოთ ლიდერები ყველა სეგმენტში, სადაც კი მანქანებს ვყიდით“, - ამბობს „ფორდის“ უსაფრთხოების ოფისის გლობალური დირექტორი სტივ კენერი.
„ფიუჟნ ენერჯი“ ამერიკული კომპანიის მიერ შემუშავებული, პირად უსაფრთხოების უახლესი სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც შედის უსაფრთხოების ღვედების ახალი ტექნოლოგია და უახლესი წინა აირბალიშები. უსაფრთხოებისა და კომფორტის სხვა საშუალებებს შორისაა ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, უკანა ხედვის კამერა,აღმართზე დაძვრის დამხმარე და პარკირების ელექტრონული მუხრუჭი.

No comments:

Post a Comment