Thursday, May 23, 2013

„რენო“: „ჰონდა“ „მერსედესის“ ტექნოლოგიებით ისარგებლებს

Renault says Honda will benefit from Mercedes' F1 work
23 მაისი
ფორმულა ერთში დასაბრუნებლად, „ჰონდამ“ საუკეთესო დრო შეარჩია და „მაკლარენისთვის“ ძრავების მიწოდებას არა მომავალი სეზონიდან დაიწყებს, როცა ძალაში ძღავების ახალი რეგლამენტი შევა, არამედ ერთი სეზონით გვიან, როდსაც უფრო ადვილი განსასაზღვრი იქნება მეტოქე გუნდების აგრეგატების შესაძლებლობები. ამასთან, იაპონურ კომპანიას ის ფაქტორიც დაეხმარება, რომ „მაკლარენის“ ინჟინრებს დაწვრილებითი ინფორმაცია ექნებათ „მერსედესის“ ძრავებზე, რომლებითაც მერმისს იასპარეზებენ.
„რენოში“ თვლიან, რომ ტურბოს პირველ სეზნში, უოკინგელები კარგად შეისწავლიან სამქიმიანთა ტურბო აგრეგატს, გააანალიზებენ იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც გერმანულ კომპანიას მოუწევს და მთელი ეს ინფორმაცია დაუბრკოლებლივ გადავა მათი ახალი პარტნიორის ხელში. მართალია, უფრო ადრე „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა მიანიშნა, რომ არ დაუშვებს ინტელექტუალური საკუთრების გაჟონვას, მაგრამ „რენოში“ თვლიან, რომ გარდამავალი პერიოდი „ჰონდას“ უპირატესობას მაინც მიანიჭებს.
„იმ შემთხვევაშიც, თუ „მაკლარენი“ შეძლებს პირობის შესრულებას, მისდაუნებურად, ინჟინრებს ინფორმაცია და გამოცდილება მაინც დაუგროვდებათ. დაამთავრებს „მერსედესი“ მათთან თანამშრომლობას, მაგრამ ინჟინრები თავიდან ძალით ვერაფერს წაშლიან. რასაც სწავლობ, არ გავიწყდება. ესეც რომ არა, ჩვენ კონკურენტები ვართ და ყველა ცდილობს სიტუაციის გამოყენებას. ამიტომ, „ჰონდა“ აუცილებლად მიიღებს სარგებელს იმით, რომ „მაკლარენის“ მანქანები მომავალ სეზონშიც „მაკლარენის“ ძრავებით ივლიან“, - ამბობს „რენოს“ სატრეკო ოპერაციების უფროსი რემი ტაფენი.

მისი თქმით, ერთადერთი საშუალება, რომლითაც ინტელექტუალური საკუთრების დაცვაა შესაძლებელი, „მაკლარენის“ ინჟინრების ნახაზებთან, ძრავების აწყობის პროცესთან და ტელემეტრიულ მონაცემებთან არმიშვებაა. „მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება საკითხის ასე დასმა: ჩვენ ამ სეზონში ძრავს გაძლევთ, მაგრამ შეზღუდვებიც გექნებათ. „ჰონდა“ აუცილებლად ისარგებლებს, მაგრამ საკითხავია, რამდენად ბევრს ისწავლიან მათგან“.
ამასთან, ტაფენი ამბობს, რომ სხვა მეტოქეებთან „ჰონდა“ მოგებული ვერ დარჩება იმით, რომ ერთი სეზონით გვიან ჩაერთვება საქმეში. რა თქმა უნდა, ისინი ბევრ ინფორმაციას მიიღებენ, რაც საწყის ეტაპზე გამოადგებათ, მაგრამ ჩვენ ის უპირატესობა გვაქვს, რომ პარტნიორ გუნდებთან ვმუშაობთ და ამ პროცესში ვღებულობთ გამოცდილებას. ისინი დაგვეხმარებიან იმაში, რომ ძრავი მანქანის სტრუქტურაში მოექცეს. მთავარი ის კი არაა, რამდენად კარგი პროდუქტი შექმენი, არამედ ის, თუ რამდენად ეფექტურად ახერხებ მის გამოყენებას. ამ მხრივ, ჩვენ აშკარა უპირატესობა გვექნება“.

No comments:

Post a Comment