Wednesday, May 8, 2013

„ფერარი“ სეზონის დასაწყისს აფასებს


Ferrari's F1 2013 start only a six out of 10, says chief designer
8 მაისი
„ფერარიში“ სჯერათ, რომ მათ მნანქანას განვითარების სოლიდური პოტენციალი გააჩნია. ამასთან, მთავარი ინჟინერი ნიკოლას ტომბაზისი ათქულიანი სისტემით, სკუდერიას მხოლოდ ექვს ქულას უწერს. ნებისმიერ შემთხვევაში, იტალიურმა გუნდმა ეს სეზონი შარშანდელზე გაცილებით უკეთ დაიწყო - შარშან, ოთხი ეტაპის შემდეგ, 45 ქულა ჰქონდა, ამჯერად კი უკვე 77 ქულა აქვს.

ტომბაზისი აღიარებს, რომ გასულ ოთხ ეტაპზე „ფერარის“ გამოსვლა დადებითად შეფასდა, რადგან ამ რბოლებში გუნდის საჩემპიონო პოტენციალი გამოვლინდა. ამასთან, ის დასძენს, რომ აუცილებელია მაღალი ტემპით განვითარება, რადგან უმნიშვნელო მოდუნებასაც კი, მთელი შრომის წყალში ჩაყრა შეუძლია.
„საერთო ჯამში, პიველი რბოლების შედეგებმა დაგვანახა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში, ოპტიმიზმის რეალური საფუძველი გაგვაჩნია. აშკარაა, რომ გამარჯვებისთვის და ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია. მაგრამ თუ საშუალო შეფასებას დავწერ, ათიდან ექვს ქულას დავწერდი. და ამის ორ მიზეზს დაგისახელებთ. ჯერ ერთი, იქ არ ვართ, სადაც ყოფნას ვისურვებდით. პირველ ოთხ ეტაპზე, პოულისთვის ბრძოლაში პრაქტიკულად ვერ ვმონაწილეობდით. ახლა სწორედ ამ ნაკლის გამოსწორებაა მთავარი. მეორეც, მართალია გამარჯვებაც გვაქვს მოპოვებული, მაგრამ ორი რბოლა საშინელი შედეგით დავასრულეთ და მათში ძალიან ცოტა ქულა ავიღეთ. და მაინც, გავიმეორებ, რომ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ“, - ამბობს ტომბაზისი.
ის დასძენს, რომ ესპანურ რბოლაში გუნდ მანქანის კონსტრუქციაში რამდენიმე სიახლეს შეიტანს. მათ შორის, მანქანის ტანზე, ძირზე და ფრთებზე. პრაქტიკებზე მთავარი გამოწვევა, ამ სიახლეთა შეფასება იქნება, რის შემდეგაც გადაწყდბა, რომელი მათგანი დარჩება და რომელზე იტყვიან უარს.
„მჯერა, კონკურენტების უმეტესობასაც ექნება სიახლეები. ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან რბოლებს შორის დიდი შუალედი გვქონდა, რომლის სასარგებლოდ გამოყენებასაც ყველა ცდილობს. სირთულე არა იმდეანდ სიახლეების შემუშავებაშია, არამედ იმაში, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობენ ისინი. პრაქტიკებზე ჩვენ გვექნება პასუხი იმაზე, თუ აეროდინამიკურ მილში გამოცდილი ელემენტებიდან რომელი ამართლებს ტესტების დროს მიღებულ შედეგებს“, - დასძენს ტომბაზისი.

No comments:

Post a Comment