Sunday, May 26, 2013

„მერსედესმა“ „პირელის“ რეზინის საიდუმლო ტესტები ჩაატარა

Mercedes in secret Pirelli Formula 1 tyre test row
26 მაისი
მოგვიანებით, მაგრამ ნაინც გაირკვა, რომ ბარსელონაში რბოლის შემდეგ, „მერსედესმა“ და „პირელიმ“ საბურავების ტესტირება ჩაატარეს. ტესტები ბარსელონაშივე ჩატარდა და უამინდობის გამო, სამი დღე გაგრძელდა. ტესტების დისტანცია 1000 კილომეტრი იყო. ამ ინფორმაციამ, მეტოქე გუნდების აღშფოთება გამოიწვია, რადგან სეზონის მსვლელობისას, ყველანაირი ტესტები აკრძალულია.
ბრეკლიში (ბრიტანეთი) ბაზირებულ გუნდს ვერაფრით გაურკვევია, რა მიზეზით ხდება, რომ კვალიფიკაციაში ტრიუმფების შემდეგ, მისი პილოტები ვერაფერს ახერხებენ რბოლისას, რისი მიზეზიც, რეზინის ძალიან სწრაფად ცვეთაა. მონაკომდე, სამქიმიანების პილოტებმა ზედიზედ სამი კვალიფიკაცია მოიგეს, მაგრამ რბოლებში პელოტონის შუაგულს ვერაფრით დააღწიეს თავი.
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, „პირელიმ“ სპეციალურ ტესტებზე მიიწვია „მერსედესი“, რისი მიზანიც ის იყო, რომ რეზინის სწრაფი ცვეთის მიზეზები დაედგინათ. ამ პრობლემას ყველა გუნდი უჩივის, მაგრამ რატომღაც, ტესტებზე მხოლოდ „მერსედესი“ მიიწვიეს. გერმანული საჯინიბოს განმარტებით, „პირელის“ აქვს უფლება, განსაკუთრებულ სიტუაციაში, კერძო ტესტებზე მხოლოდ ერთი გუნდი მიიწვიოს.

„მერსედესი“ ირწმუნება, რომ ბარსელონას ტესტების ჩატარებით, რეგლამენტი არ დარღვეულა, რადგან ეს ტესტები FIA-ს ნებართვით ჩატარდა. მაგრამ ამას არ ეთანხმებიან მეტოქე გუნდები, რომლებმაც ამ საკითხზე FIA-ს მიმართეს. „რედ ბულმა“ და „ფერარიმ“ კი თავიანთი პროტესტით მონაკოს ეტაპის სტიუარდებს მიმართეს. ამათ იმსჯელეს, სამივე გუნდის და „პირელის“ წარმომადგენლებს კითხვები დაუსვეს და გამოაცხადეს, რომ მალე სპეციალურ მოხსენებას FIA-ს გაუგზავნიან.

No comments:

Post a Comment