Thursday, May 23, 2013

ჰამილტონი ფიქრობს, პოული გამარჯვების საშუალებას მისცემს


Lewis Hamilton says Monaco pole would allow him to lead F1 train
23 მაისი
ლუის ჰამილტონი ამბობს, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მონაკოში პოულ პოზიცია მოიპოვოს, რაც მას რბოლაში იმის შანსს მისცემს, რომ უფრო სწრაფ მეტოქეებს გასწრების საშალება არ მისცეს და გამარჯვებისთვის იბრძოლოს. ის არ მალავს, რომ დიდი სიამოვნებით ჩაუდგება პელოტონს სათავეში. მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ეს ძნელი იქნება და ფინიშამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ლიდერობის შენარჩუნებას, თუ საბურავებს გაუფრთხილდება.

„თუ აქ წინა რიგში მოხვედრას შევძლებთ, იქ დარჩენის გაცილებით მეტი შანსი გვექნება, ვიდრე წინა რბოლებში. მაგრამ ადვილი არც ეს იქნება, რადგან შარშან ზოგმა ერთი პიტსტოპით სცადა ფონს გასვლა და ზოგი ალბათ ამ რბოლაშიც იგივეს გაკეთებას ეცდება“, - ყვება ჰამილტონი.
ესპანეთში „მერსედესმა“ მყარი საბურავებით მაღალი ტემპის შენარჩუნება სცადა, მაგრამ მოულოდნელად, მოხდა უარესი - რეზინმა მოლოდინი არ გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, ჰამილტონმა რბოლა მეორე პოზიციიდან დაიწყო და ათი ადგილით უკან დაასრულა. ამის გამო, ბრიტანელმა გადაწყვიტა, რომ მონაკოში მთელი ყურადღება კვალიფიკაციაზე გადაიტანოს.
„წინა რბოლაში მანქანა სარბოლად დავარეგულირეთ, მაგრამ ამან არაფერი მოგვცა. აქ სულ სხვა სიტუაციაა. აქ არჩევანიც არ მაქვს, კვალიფიკაციის ერთი წრე აქ გაცილებით ძვირად ფასობს. ამიტომ, კითხვებიც არაა. წინა რიგი ნახევარ საქმეს ნიშნავს. 2007 წელს მეორე ვიყავი, მაგრამ ფერნანდოს ვერაფრით გავასწარი. შარშან მარკს (ვებერს) ვერავინ გაასწრო. თითქოს მატარებლის წინ მიდიოდა. მოკლედ, აქ თავისუფლად შეიძლება მატარებლის შექმნა“, - დასძენს ჰამილტონი.
ის დარწმუნებულია, რომ მონაკოში საბურავები იმდენ არეულობას ვერ შეიტანს რბოლაში, როგორც ეს ესპანეთში იყო: „აქ არაა სწრაფი მოსახვევები, რომლებიც საბურავებს ინტენსიურად ცვითავს. ამიტომ, აქ რეზინი გაცილებით მეტხანს გვეყოფა. სეზონის დასაწყისში, მე ცუდ შედეგებზე ვფიქრობდი, მაგრამ ასე არაა. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ მაინც ძალიან ბევრი სამუშაოა საჭირო იმისათვის, რომ გავიგოთ, რამ გამოიწვია ასეთი ჩავარდნა ესპანეთში. აქ კი სრულად დამუხტული, სრულად მობილიზებული ჩამოვედ და მზად ვარ შემდგომი იგამოწვევებისთვის“.

No comments:

Post a Comment