Tuesday, May 7, 2013

სარბოლო სიმულატორი „ლოლას“ ბოლიდის ბაზაზე (ვიდეო)

Lola Champ Car Turned into Racing Simulator Machine
7 მაისი

პროფესინალური სიმულატორების ეკიპირების მწარმოებელმა „CXC სიმულეიშნზმა“ წარმოადგინა სრულიად ახალი ქმნილება, რომელიც „ლოლას“ ერთადგილიანი სარბოლი ავტომობილის (რომელიც სერია ჩემპ ქარ-ის რბოლებში მონაწილეობდა) ბაზაზეა დამზადებული.

„CXC სიმულეიშნზს“ სარბოლი ავტომობილი სადილერო კომპანია „ტოიოტა ოფ ნორთ ჰოლივუდმა“ მიაწოდა. ეს „ლოლა“ ჩემპ ქარ-ის 2006 წლის სერიაში მონაწილეობდა. პროექტისთვის საჭირო იყო ავტომობილი, რომლის კოკპიტიც ადვილად მისაწვდომი იქნებოდა. ამასთან, პილოტის ჩასაჯდომი, სხვადასხვა სიმაღლის ადამიანებზე ადვილად მორგებადი უნდა ყოფილიყო.
CXC-ს სპეციალისტებმა მანქანიდან ძრავი ამოიღეს. მის ადგილზე კი მთავარი კომპიუტერი და ელექტრონული სისტემები დააყენეს, რომლებიც სიმულატორის გამართული მუშაობისთვისაა საჭირო. მანქანას დაუტოვეს საჭის მექანიზმი, თავისი რგოლით, ასევე პედლები, რომლებიც სიმულატორის ელექტრონულ სტრუქტურასთან მიაერთეს.
სიმულატორის მთავარი ვიზუალური ეფექტები იქმნება სამ თხევადკრისტალურ მონიტორზე, რომელთა დიაგონალიც 55 დუიმია. სამივე გადაბმულია და მუშაობს, როგორც ერთი მთლიანი მონიტორი. ის პილოტს ხედვის 180-გრადუსიან არეალს უქმნის.


ვიდეო

No comments:

Post a Comment