Friday, May 10, 2013

„ფორდის“ ჰიბრიდული „ფიუჟნი“ ჰიბრიდულ „ტოიოტა ქემრის“ სჯობნის


Ford to Beat Own Yearly Hybrid Sales Record this Month, Fusion Hybrid Outsells Camry
10 მაისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ჰიბრიდბის გაყიდვებში, წელს შარშანდელი რეკორდის გაუმჯობესებას შესძლებს. ანუ, 35 496 ჰიბრიდულ ავტომობილზე მეტს გაჰყიდის. ამ იმედს კი პირველი კვარტლის გაყიდვების დინამიკა იძლევა. უფრო მეტიც, სააგენტო ბლუმბერგი ირწმუნება, რომ ცისფერი ოვალი ამ ზღვარს მაისის ბოლოს გადალახავს. სააგენტოს მონაცემებით, ამერიკულ კომპანიას უკვე აპრილის ბოლოს 29 561 ცალი ჰიბრიდული ავტომობილი ჰქონდა გაყიდული. ამასთან აპრილში 8 481 გაჰყიდა და თუ ამ ტემპს შეინარჩუნებს, თავის რეკორდს მალე გააუმჯობესებს.

აპრილში ამერიკულ კომპანიას ჰიბრიდების სეგმენტის 18 პროცენტი ეკავა, რაც მისთვის უმაღლესი მაჩვენებელია და 3 პროცენტით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. შედარებისთვის, მყარი ლიდერობა ჯერაც „ტოიოტას“ ხელთაა, რომელიც ჰიბრიდების სეგმენტის 58 პროცენტს აკონტროლებს. სამაგიეროდ, „ფორდმა“ უკვე შეძლო „ჯენერალ მოტორსის“ ჩამოტოვება.
„ფორდმა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა: მისმა ჰიბრიდულმა „ფიუჟნმა“ გაყიდვებით აჯობა ისეთ სერიოზულ კონკურენტს, როგორიც ჰიბრიდული „ტოიოტა ქემრია“. მათ შორის სხვაობა 700 ცალი ავტომობილია. მარტო აპრილში ამერიკულმა კომპანიამ 3 989 ცალი „ფიუჟნი“ გაჰყიდა. პარალელურად, ჰიბრიდული „ქემრის“ გაყიდვები 26 პროცენტით არის შემცირებული. და ეს იაპონური კომპანიის ერთადერთი ჰიბრიდული ავტომობილი არაა, რომლის გაყიდვებიც მკვეთრადაა შემცირებული. შემცირებაში „მოყვა“ მსოფლიო ჰიბრიდების გამოკვეთილი ლიდერი „პრიუსი“, რომლის გაყიდვებიც 21 პროცენტით არის შემცირებული. სულ კი „პრიუსის“ გაყიდვები წელს 12 პროცენტით არის შემცირებული.

No comments:

Post a Comment