Thursday, May 2, 2013

„ალფა რომეო“ სედან „გიბლის“ ბაზაზე კუპეს გამოუშვებს


Alfa Romeo Pondering Luxury Coupe, Sedan Based on Ghibli
2 მაისი
თებერვალში ტურინის IED-ის ქართველ სტუდენტ ალექს იმნაძის კონცეპტუალური ავტომობილი „ალფა რომეო 6C“ გაგაცანით. ავტორის ჩანაფიქრით, მისი ნამუშევარი მომავალი იტალიური მასკლ ქარი უნდა ყოფილიყო. ახლახანს, შანჰაის მოტორ შოუზე, იტალიურმა „მაზერატიმ“ საშუალო ზომის სედანი „გიბლი“ წარადგინა. შანჰაის შოუს დასრულებიდან რამდენიმე დღეში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალფა რომეო“ „გიბლის“ პლატფორმაზე კუპეს შექმნას აპირებს.
და რა შუაშია აქ იმნაძის კონცეპტუალური ავტომობილი? რა და, მისი 6C პროპორციებით ახლოსაა ისეთ ავტომობილთან, რომელიც „გიბლიზე“ ბაზირებული კუპე შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ის არ შეესაბამება „ალფას“ კორპორატიულ სტილს, მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ალფა რომეო“ ამჟამად ძიების პროცესშია და ის სტილი, რომელსაც ჩვენებური დიზაინერი თავისი კონცეპციით წარმოგვიდგენს, „ალფა რომეოსთვის“ სრულიად მისაღები უნდა იყოს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ალფა რომეო“ საშუალო ზომის სედანსა და კუპეს წარმოებას აპირებს, ჟურნალმა „ქარ ენდ დრაივერმა“ გაავრცელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. იმავე ინფორმაციით, ორივე ავტომობილი სწორედ „გიბლის“ პლატფორმაზე აიგება - „ალფა რომეოც“ და „მაზერატიც“ „ფიატის“ ჯგუფში შედის და ბუნებრივია, მათთვის უნიფიკაცია ხელსაყრელია. „ქარ ენდ დრაივერის“ ინფორმაციით, სედანი „გიბლის“ წყვილ ტურბოიანი V6 დზელით აღიჭურვება, 6C კუპე კი „ფერარი FF-ის“ სრულამძრავიან ტრანსმისიას მიიღებს.
„ქარ ენდ დრაივერის“ ინფორმაციით, საშუალო ზომის სედანი ბაზარზე 2015 წელს გამოვა. კომპანია წლიურად დაახლოებით 40 000 ცალი საშუალო ზომის სედანის წარმოებას აპირებს.


სევე წაიკითხეთ
ალექს იმნაძის მორიგი საინტერესო კონცეპცია

No comments:

Post a Comment