Friday, May 10, 2013

„იაგუარმა“ შეიძლება უგზოობის ავტომობილები გამოუშვას


Jaguar Planning Q-Type SUV?
10 მაისი
ამასწინათ „იაგუარმა“ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ის უგზოობის ავტომობილის გამოშვებას აპირებს. მაშინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ასეთი ავტომობილები მისი ნათესავი „ლენდ როვერის“ სფეროა. მაგრამ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ევროპის სავაჭრო ნიშნების ოფისმა, ბრიტანულ კომპანიას ორი ახალი ნიშანი - „Q-ტაიპი“ და XQ დაურეგისტრირა. ეს აბრევიატურები კი სწორედ ქროსოვერების და უგზოობის ავტომობილებს შეეფერება.

ჯერ ამ თემაზე ოფიციალური ინფორმაციები არ გავრცელებულა. შეიძლება ვარაუდი, რომ თუ ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაა, მაშინ „იაგუარი“ თავისი უგზოობის ავტომობილისთვის, „ლენდ როვერის“ ტექნოლოგიით ისარგებლებს. გამოცემა „პისტონჰედსი“ ვარაუდობს, რომ „იაგუარის“ პირველი ქროსოვერი „რეინჯ როვერ ევოუკის“ პლატფორმას დაეყრდნობა და მისივე ძრავებს გამოიყენებს. ძრავები კი სამ ლიტრზე დიდი არ იქნება. გარდა ამისა, ამ ავტომობილზე აუცილებლად გამოიყენებენ „ჰოტფაიერის“ სერიის ძრავებს, რომლებსაც „იაგუარი“ მალე ვულვერჰემპტონის ქარხანაში გამოუშვებს.
აღსანიშნავია, რომ თუ ქროსოვერები და უგზოობის ავტომობილების წარმოება დაიწყო, ეს პირველ რიგში, ჩინურ ბაზარზე ამ ტიპის ავტომობილების პოპულარობის გამო მოხდება. ეს მსოფლიოს უდიდესი ბაზარია და მასზე წარმატებული მუშაობა, ავტომწარმოებლების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. სხვათა შორის, მალე ჩინეთი „იაგუარისთვის“ უდიდესი ბაზარი გახდება და შეერთებულ შტატებს მეორე ადგილზე ჩამოაქვეითებს.

No comments:

Post a Comment