Wednesday, May 1, 2013

„დაცუნი“ დაბალფასიან ავტომობილს ივლისში გაგვაცნობს

Datsun’s Low-Cost Car to Debut in July
1 მაისი

„ნისანი“ მალე ბაზარზე დააბრუნებს უკვე კარგა ხნის მივიწყებულ, ერთ დროს ძალიან პოპულარულ ბრენდ „დაცუნს“, რომლის ემბლემითაც დაბალფასიან ავტომობილებს გამოუშვებს. „დაცუნის“ ოფიციალური დებიუტი ინდოეთში, 15 ივლისს არის დაგეგმილი. ოფიციალურ პრეზენტაციაზე, იაპონური კომპანია „დაცუნის“ პირველ ავტომობილსაც გაგვაცნობს.

გამოცემა „ავტოქარ ინდიას“ ინფორმაციით, 32 წელიწადში პირველი „დაცუნი“ იქნება ხუთკარიანი ჰეჩბეკი, რომელიც შემუშავებულია ისეთი განვითარებადი ბაზრებისთვის, როგორებიცაა ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, ინდონეზია და რუსეთი. ავტომობილის სავარაუდო ფასი 7.3 ათასი დოლარი იქნება.
„დაცუნის“ ჰეჩბეკი, რომელიც კომპანიის დილერთა შოურუმებში მომავალი წლის ზაფხულში გამოჩნდება, „დაჩია ლოგანის“ კონკურენტი შეიძლება იყოს, თუმცა საეჭვოა, „რენო-ნისანის“ ალიანსმა ეს ორი ავტომობილი, ერთსა და იმავე ბაზარზე დააჯახოს ერთმანეთს. სხვათა შორის, რუმინულ ავტომობილს თავისი მარკით „ნისანი“ სამხრეთ აფრიკასა და მექსიკაში ჰყიდის.
სავარაუდოდ, „დაცუნის“ პირველი ავტომობილი ბენზინის 1.2-ლიტრიანი ძრავით იქნება აღჭურვილი, რომელსაც „ნისანი“ აწარმოებს თავისი „მიკრასთვის“. ამასთან, ავტომობილი არ აღიჭურვება დიზელის ძრავით, რათა დაბალი ფასი შენარჩუნდეს. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ასეთი ძრავი „დაცუნისთვის“ მაინც გაიმეტონ.

No comments:

Post a Comment