დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 31, 2013

ახალი „რენო მეგანი“ თბილისშია

31 მაისი
„რენოს“ ავტომობილების ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, კომპანია „ავტო სტაილმა“, ქართულ ბაზარზე განახლებულ ჰეჩბეკ „მეგანის“ და სედან „ფლუენსის“ გაყიდვები დაიწყო. ორივე ავტომობილის მთავარი სიახლეა ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავი და უსაფეხურო ვარიატორი CVT X-ტრონიკი, რომლებიც საწვავის ეკონომიურ მოხმარებას და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.

ლოურენს დალალიო „ლენდ როვერის“ სახე გახდა

Lawrence Dallaglio Becomes Land Rover Global Ambassador
31 მაისი
ამაზე უკეთეს ნაბიჯს „ლენდ როვერი“ ვერ გადადგამდა - ბრიტანულმა კომპანიამ თავის გლობალურ სახედ ლეგენდარული ინგლისელი მორაგბე, ლოურენს დალალიო აირჩია, ადამიანი, რომლითაც ინგლისური რაგბი წლების განმავლობაში ამაყობდა.დალალიო ბრიტანელ და ირლანდიელ „ლომებთან“ ერთად გაემგზავრება ჰონ კონგის ტურში და პარალელურად, იქ სამხრეთ ჩინური ბაზრისთვის, სრულიად ახალი „რეინჯ როვერ სპორტის“ წარდგენაში მიიღებს მონაწილეობას.

Thursday, May 30, 2013

„უილიამსი“ „მერსედესის“ ძრავებზე გადადის

Williams to use Mercedes engines in 2014
30 მაისი
ფორმულა ერთის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდი „უილიამსი“ მომავალი სეზონიდან, „რენოს“ ძრავების ნაცვლად, თავის მანქანებზე „მერსედესის“ ტურბო V6 აგრეგატებს დააყენებს. მათი პარტნიორობა მრავალწლიანია, თუმცა კონკტერულად რამდენ სეზონს მოიცავს, ეს არ დაკონკრეტებულა.

„ფორდი“ უგზოობის „ეკოსპორტს“ 62 ქვეყანაში გაჰყიდის

Ford to Sell the EcoSport SUV in 62 Countries
30 მაისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ უახლეს უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილ „ეკოსპორტს“, რომელიც ბაზარზე მალე გამოვა, 62 ქვეყანაში გაჰყიდის. თუმცა, ამ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა ამერიკა, სადაც უგზოობის ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სრულიად ახალი „ბეემვე X5“

New 2014 BMW X5 Officially Unveiled in All its Evolutionary Glory
30 მაისი
„ბეემვე“ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერას ფრანკფურტის მოტორ შოუზე, სექტემბერში ჩაატარებს. თუმცა, ფოტოებით და ტექნიკური მონაცემების გამოქვეყნებით, ის ინტერნეტით ახლავე გაგვაცნა. ამ ინფორმაციის წინ უძღოდა ასევე ინტერნეტით,ბავარიული კომპანიის ფანების ერთ-ერთ ფორუმზე გავრცელებული ფოტოები, რომლებიც ამერიკის დიდი კანიონის ფონზეა გადაღებული.

Wednesday, May 29, 2013

„მერსედეს SLC“ 2016 წელს გამოვა

Mercedes SLC Coming in 2016 With Bi-Turbo 4.0L V8
29 მაისი
„მერსედეს-ბენცი“ უფრო მეტ ორკარიან ავტომობილს აწარმოებს, ვიდრე მისი კონკურენტები, მაგრამ როგორც ჩანს, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს. და ამის დასტურად, 2016 წელს ბაზარზე ახალ ავტომობილს გამოუშვებს, რომელიც სუპერ ავტომობილ SLS-ზე ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს. ეს ავტომობილი, ამ ეტაპზე SLC-ს სახელითაა ცნობილი და როგორც მოსალოდნელია, ის „პორშე 911-ს“ გაუწევს კონკურენციას როგორც ფასით, ასევე მახასიათებლებითაც.

„მინი“ ავტომობილებს ჩინეთშიც გამოუშვებს

BMW lines up factory in China to build all-new Minis
29 მაისი
ანალიტიკური კომპანია „ბენრშტაინ რისერჩი“ აცხადებს, რომ „ბეემვე“ მესამე თაობის „მინის“ და ამ ბრიტანული ბრენდის ყველა სხვა მოდელს, ასევე საკუთრივ „ბეემვეს“ წინაამძრავიან ყველა მოდელს, სრულიად ახალ ჩინურ ქარხანაშიც გამოუშვებს. ქარხანა ჩინეთის ჩრდილო დასავლეთში მდებარე ქალაქ შენიანის მახლობლად აშენდება და მუშაობას 2015 წელს დაიწყებს.

მასას ავარია საკიდარის დაზიანებამ გამოიწვია

Suspension failure caused Massa's crash in the Monaco GP
29 მაისი
„ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ მონაკოს რბოლისას ფელიპე მასას ავარია, საკიდარის დაზიანებამ გამოიწვია. ბრაზილიელმა პილოტმა თავის მანქანაზე კონტროლი 29-ე წრეზე, მოსახვევ სენ დევოში შესვლამდე დაკარგა და მარცხენა ზღუდეს შეეჯახა, გზაზე დაბრუნდა და შემდეგ ისევ კედელს დაეჯახა.

„აუდი“ ელექტრულ R8 e-ტრონს არ გაჰყიდის

All-electric Audi R8 e-tron won't go on sale
29 მაისი
„აუდიმ“ თავის სუპერ ავტომობილ R8-ს ბაზაზე ათი ცალი ელექტრომობილი R8 e-ტრონი შექმნა. თუმცა ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილების ბაზარზე გამოტანა არ იგეგმება და მათი დანიშნულება, მხოლოდ ტესტები და მათს საფუძველზე, შესაბამისი ტექნოლოგიების სრულყოფაა.

Tuesday, May 28, 2013

„ფორდი“ F-სერიის პიკაპებისთვის წარმოებისას სიახლეს გამოიყენებს

Ford Showcases Revolutionary Technology for F-Series Trucks
28 მაისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ პიკაპების წარმოების პროცესში ახალ, 3D გამოსახულებიან ტექნოლოგიას დანერგავს, რაც უკანა ღერძების წარმოებისას, უწესივრობათა ადრეულ გამოვლენასა და ამგვარად, წარმოების ხარისხის ამაღლებაში დაეხმარება.

Monday, May 27, 2013

უკან დაბრუნებული იღბალი და კანაანის პირველი ინდი 500

Indianapolis 500: Tony Kanaan finally earns Indy victory
27 მაისი
ბრაზილიელ ტონი კანაანს ძალიან გაუმართლა, როდესაც ლეგენდარული ინდი 500-ის რბოლის დასრულებამდე ორი წრით ადრე, როცა ლიდერი იყო, მაგრამ გამარჯვებას ძალიან ძნელი 8 კილომეტრი აშორებდა, უკან კი გამარჯვებაზე მასავით დამშეული მრბოლები მოჰყვებოდნენ. რამდენჯერმე დაახლოებით ასეთ სიტუაციაში გაუშვია ხელიდან გამარჯვება, მაგრამ ამჯერად ფორტუნამ მას გაუღიმა.

„მაკლარენი“ „ჰონდას“ ძრავებს მხოლოდ ფ1-ში გამოიყენებს

McLaren Says No to Honda Engines
26 მაისი
მას შემდეგ, რაც „მაკლარენმა“ და „ჰონდამ“ ფორმულა ერთში პარტნიორობის თანამშრომლობის განახლების შესახებ გვამცნეს, გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მათი პარტნიორობა, საგზაო ავტომობილების წარმოებასაც შეეხებოდა. კერძოდ, ამ ვარაუდის შესაბამისად, ბრიტანული კომპანია, თავის საგზაო ავტომობილებზე, „ჰონდას“ ძრავებს გამოიყენებდა.

რაიკონენი პერესზე ბრაზობს

Raikkonen fumes at Perez over “stupid move”
26 მაისი
კიმი რაიკონენი უკმაყოფილოა მონაკოში დაკავებული მეათე ადგილით და ამბობს, რომ ქულები სერხიო პერესის „სულელურმა სვლამ“ დააკარგვინა. ფინელი და მექსიკელი პილოტები ერთმანეთს გვირაბის შემდგომ არსებულ ახალ შიკეინში დაეჯახნენ, როდესაც პერესი „ლოტუსსა“ და კედელს შორის არსებულ ღრიჭოში გაძრომას ცდილობდა, რომელიც მისი „მაკლარენისთვის“ მეტისმეტად ვიწრო აღმოჩნდა.

Sunday, May 26, 2013

„ბეემვეს“ და „ტოიოტას“ ერთობლივ სპორტქარს განსხვავებული სტილი ექნება

BMW-Toyota Sports Cars to Have Distinct Styling, May Ride on Stretched GT86 Platform
26 მაისი
„ბეემვე“ და „ტოიოტა“ ერთობლივად მუშაობენ საშუალო ზომის სპორტულ ავტომობილზე, რაც მათ შორის შარშან გაფორმებული პარტნიორული ურთიერთობის ნაწილია. ეს პარტნიორობა, ბევრ ასპექტს მოიცავს, მათ შორის, დზელის, ფიჭური ელემენტების, ჰიბრიდული სისტემის და ლითიუმ-იონური ელემენტების ერთობლივად შემუშავებასაც. თუმცა, ბევრისთვის ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ერთობლივი სპორტული ავტომობილია.

FIA: საბურავების ტესტებში მონაწილეობა ყველა გუნდს შეეძლო

FIA says all teams should have had chance to test
26 მაისი
როგორც ჩანს, „მერსედესმა“ და „პირელიმ“ მაინც კონსპირაციულად ჩაატარეს საბურავების ტესტები ესპანური ეტაპის შემდეგ. თუმცა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იმასაც აღიარებს, რომ იტალიურმა კომპანიამ მართლა მიმართა თხოვნით, ჩაეტარებინა საბურავების ტესტები. ამაზე ფედერაციამ თანხმობით უპასუხა, თუმცა გარკვეული პირობები წაუყენა, რომლებიც „პირელიმ“ არ შეასრულა.

როსბერგმა მონტე კარლოში გაიმარჯვა

Rosberg wins in Monaco for Mercedes
26 მაისი
როგორც იქნა, ნიკო როსბერგმა პოულ პოზიცია გამარჯვებით დააგვირგვინა. კეკე როსბერგის მონაკოში ტრიუმფიდან 30 წლის შემდეგ, ქალაქ სახელმწიფოს ქუჩებში მისმა შვილმაც გაიმარჯვა და ეს ფ1-ში პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველაზე პრესტიჟულ რბოლას მამა-შვილი იგებს. ნიკოს ხელი ვერც იმ გარემოებამ შეუშალა, რომ ტრასაზე ორჯერ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა, ერთხელ კი რბოლა შეწყდა კიდეც. და რაც მთავარია: ბევრს ეგონა, რომ „მერსედესის“ ბოლიდის უკან, პელოტონი ჩამწკრივდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ყოველი რესტარტის შემდეგ, ნიკო ახერხებდა მდევრების უკან ჩამოტოვებას...

„მერსედესმა“ „პირელის“ რეზინის საიდუმლო ტესტები ჩაატარა

Mercedes in secret Pirelli Formula 1 tyre test row
26 მაისი
მოგვიანებით, მაგრამ ნაინც გაირკვა, რომ ბარსელონაში რბოლის შემდეგ, „მერსედესმა“ და „პირელიმ“ საბურავების ტესტირება ჩაატარეს. ტესტები ბარსელონაშივე ჩატარდა და უამინდობის გამო, სამი დღე გაგრძელდა. ტესტების დისტანცია 1000 კილომეტრი იყო. ამ ინფორმაციამ, მეტოქე გუნდების აღშფოთება გამოიწვია, რადგან სეზონის მსვლელობისას, ყველანაირი ტესტები აკრძალულია.

ოთხი ბოლიდის ფოტო ფინიში

Indianapolis Indy Lights: Peter Dempsey wins in astounding finish
26 მაისი
წარმოუდგენელი ფინიში ჰქონდა ინდიანაპოლისის ტრეკზე ჩატარებულ, ინდი ლაითსის (ინდი ქარის ახალგაზრდული სერია) რბოლას. ოთხმა მანქანამ თითქმის ერთდროულად გადაკვეთა ფინიშის ხაზი. გამარჯვება კი იმ პილოტმა მოიპოვა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წამით ადრე, მეოთხე ადგილზე იყო...

Saturday, May 25, 2013

„ბეემვეს“ და „პინინფარინას“ კონცეპტი „გრან ლუსო V12 კუპე“

New BMW Pininfarina Gran Lusso V12 Coupé Looks More 7-Series Coupe than 8-Series
25 მაისი
არ გაგიკვირდეთ, თუ „ბეემვე“ თავის შემდეგ მე-7 სერიის სედანს ამ სტილში შემოგვთავაზებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ექსპერიმენტები, მითუმეტეს როცა პარტნიორად ისეთი ავტორიტეტი გყავს, როგორიც „პინინფარინაა“, ტყუილად არ ჩატარდება. მოკლედ, კონცეპტუალური შედევრი, სახელად „გრან ლუსო V12 კუპე“, გერმანულმა კომპანიამ და იტალიურმა ატელიემ ვილა დ’ესტეს (იტალია) ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინეს. ეს მათი ზედიზედ მეორე ერთობლივი პროდუქტია - შარშან მათვე ამავე კონკურსზე, ასევე კონცეპტუალური „ძაგატო კუპე“ წარადგინეს, რომელიც Z4-ის ბაზაზე შეიმუშავეს.

„ფორდი“ ჩრდილოამერიკულ წარმოებას გაზრდის

Ford Increases North American Capacity by 200,000 Units This Year to Meet Demand
25 მაისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ წელს თავის საწარმოო მოცულობას 200 000 ერთეულით გაზრდის. ამასთან, თავისი ჩრდილოამერიკული ქარხნების უმეტესობაში, ტრადიციულ ორკვირიან საზაფხულო არდადეგებს, რომლის დროსაც საწარმოები ჩერდება, გაანახევრებს. ეს კი წარმოების მოცულობის დამატებით 40 000 ერთეულით გაზრდის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ შარშან ამერიკულმა კომპანიამ წარმოება 400 000 ერთეულით გაზარდა.

„მერსედესმა“ ახალ S-კლასზე 500-მდე შუქდიოდური ელემენტი გამოიყენა

New Mercedes-Benz S-Class Uses Some 500 LEDs to Do Away With Conventional Lights
25 მაისი
ავტომობილიზაციის ეპოქის დასაწყისში, ავტომობილეზე განათების მინიმალურ საშუალებებს იყენებდნენ. ამის ტექნიკური საშუალებაც ნაკლებად იყო. ხშირად, სალონი არც ნათდებოდა, ან ასეთ საშუალებებს ოპციის სახით სთავაზობდნენ მყიდველს. მაგრამ დროთა განმავლობაში, შესაბამისი ტექნოლოგიები დაიხვეწა და დღეს სარკეებიც კი მოხვევის ციმციმების დუბლიკატორებითაა აღჭურვილი. ამასთან, ვარვარების ნათურების ნაცვლად, სულ უფრო ხშირად იყენებენ შუქდიოდურ ელემენტებს.

„მერსედესის“ დუბლი, როსბერგის მესამე პოული

Rosberg puts Mercedes on pole in Monaco
25 მაისი
ნიკო როსბერგი ისევ პირველი დადგება სტარტზე. უკვე ზედიზედ მესამედ! და თუ წინა ორ რბოლაში, ამ უპირატესობის გამარჯვებად ქცევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა „მერსედესის“ არაკონკურენტუნარიანმა (რბოლაში) მანქანამ, მონაკოში სულ სხვა პირობებია. მონაკოს ვიწრო ქუჩებში გასწრება მაშინაც ძალიან ძნელია, თუ მეტოქეს წრეზე ორ წამსაც კი უგებ. ამიტომ, როსბერგს თავისუფლად შეუძლია, სტარტიდან ფინიშამდე, თავის უკან ატაროს პელოტონი. რა თქმა უნდა, ახლა მთავარი კარგი სტარტის აღებაა, რაც გერმანელ მრბოლს ხელეწიფება.

Friday, May 24, 2013

„მაკლარენი“ P1-ით ნურბურგრინგის წრის რეკორდს უმიზნებს

McLaren P1 Aiming for Nurburgring Lap Record
24 მაისი
„ფერარიმ“, „მაკლარენმა“ და „პორშემ“ უკვე გაგვაცნეს თავიანთი სუპერ ავტომობილები. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბაზარზე ჯერ ყველა არ გამოსულა. ამ მანქანებს ჩვენ მაინც ვერ შევიძენთ. სამაგიეროდ, ყველას აინტერესებს ერთ კითხვაზე პასუხი - „ლაფერარის“, P1-სა და „918 სპაიდერს“ შორის რომელია ყველაზე სწრაფი? მათი „საპასპორტო“ მონაცემები დაახლოებით ერთნაირია, მაგრამ ტრასაზეც ასეა?

რაიკონენი: „ლოტუსს“ პოულისთვის „მერსედესთან“ ბრძოლა შეუძლია

Monaco GP: Kimi Raikkonen sure Lotus can match Mercedes
24 მაისი
კიმი რაიკონენი დარწმუნებულია, რომ „ლოტუსის“ ავტომობილს აქვს საკმარისი სიჩქარე იმისათვის, რომ კვალიფიკაციაზე კონკურენცია „მერსედესის“ ბოლიდებს გაუწიოს. ამის თქმის საბაბს კი მას პირველი ორი პრაქტიკა აძლევს. პირველ სესიაზე ის ყველაზე სწრაფ ნიკო როსბერგს 1.3 წამით ჩამორჩა, მეორეზე კი ჩამორჩენა 0.7 წამამდე შეამცირა. ამის მიუხედავად, ფინელი მრბოლი ვერ ხედავს მიზეზს, რომელიც ხელს შეუშის პოულის მოპოვებაში.

შემდეგი „რენო ტვინგო“ კონცეპტუალური „ტუინ რან-ის“ ფორმაში

Renault's Twin'Run Concept is a 320HP Pocket Rocket Previewing Next Twingo
24 მაისი 
მონაკოში, ფორმულა ერთის დიდი პრიზის კვალიფიკაციამდე ერთი დღით ადრე, „რენომ“ თავისი ახალი კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი - „ტუინ რან“ წარმოადგინა. თავისი ზომებით და პროპორციებით, ავტომობილი „ტვინგოს“ წინამორბედია, თუმცა იმავდროულად, მის ორივე კარზე გამოსახული ნომერი 5, ლეგენდარულ „რენო 5-ს“ გვახსენებს, რომლის შთამომავალიც „კლიოა“.

„ფორდის“ სამცილინდრიანი ეკობუსტით „დაიმლერი“ დაინტერესდა


Daimler Consults with Ford for Creation of New Three-Cylinder Turbocharged Engine
24 მაისი
„ფორდი“ თავის კონკურენტებს ერთი თავით სჯობს პატარა ტურბოძრავების წარმოების საქმეში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მისი სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ეკობუსტი გამოირჩევა, რომელიც მძლავრი, ეკონომიური, მსუბუქი და იმავდროულად, გამძლე აგრეგატია. ამასთან, ცისფერი ოვალი თავის ნოუ-ჰაუს სხვებსაც უზიარებს. რა თქმა უნდა, სანაცვლო სარგებლის ფასად. მაგალითად, ამერიკული კომპანია „დაიმლერის“ ჯგუფს ეკობუსტის ზოგიერთ დეტალს უზიარებს. სანაცვლოდ კი მიიღებს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც გამონაბოლქვზე ევრო6 უმკაცრესი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

Thursday, May 23, 2013

„რენო“: „ჰონდა“ „მერსედესის“ ტექნოლოგიებით ისარგებლებს

Renault says Honda will benefit from Mercedes' F1 work
23 მაისი
ფორმულა ერთში დასაბრუნებლად, „ჰონდამ“ საუკეთესო დრო შეარჩია და „მაკლარენისთვის“ ძრავების მიწოდებას არა მომავალი სეზონიდან დაიწყებს, როცა ძალაში ძღავების ახალი რეგლამენტი შევა, არამედ ერთი სეზონით გვიან, როდსაც უფრო ადვილი განსასაზღვრი იქნება მეტოქე გუნდების აგრეგატების შესაძლებლობები. ამასთან, იაპონურ კომპანიას ის ფაქტორიც დაეხმარება, რომ „მაკლარენის“ ინჟინრებს დაწვრილებითი ინფორმაცია ექნებათ „მერსედესის“ ძრავებზე, რომლებითაც მერმისს იასპარეზებენ.

„ფორდ ფიუჟნ ენერჯიმ“ NHTSA-სგან ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა

Ford Fusion Energi Earns Top Vehicle Safety Rating from NHTSA
23 მაისი

„ფორდის“ უახლესმა პლაგ-ინ ჰიბრიდულმა სედანმა „ფიუჟნ ენერჯიმ“, აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამით (NCAP), ქრეშ ტესტები წარმატებით ჩააბარა და მისგან უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა.

„ჰიუნდაი“ წყალბადზე მომუშავე „ტუსანს“ 2015 წელს გამოუშვებს

Hydrogen-Powered Hyundai Tucson to Arrive in 2015
23 მაისი

„ჰიუნდაიმ“ თავისი გეგმა გამოაქვეყნა, რომლის შესაბამისადაც, წყალბადზე მომუშავე უგზოობის კომპაქტურ „ტუსანს“ 2015 წელს გამოუშვებს. ეს ნიშნავს, რომ კორეული კომპანია გახდება პირველი მასობრივი მწარმოებელი, რომელიც წყალბადს ავტომობილის საწვავად გამოიყენებს. ოღონდ, არა შიდაწვის ძრავისთვის, არამედ ფიჭური ელემენტისთვის.

ჰამილტონი ფიქრობს, პოული გამარჯვების საშუალებას მისცემს


Lewis Hamilton says Monaco pole would allow him to lead F1 train
23 მაისი
ლუის ჰამილტონი ამბობს, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მონაკოში პოულ პოზიცია მოიპოვოს, რაც მას რბოლაში იმის შანსს მისცემს, რომ უფრო სწრაფ მეტოქეებს გასწრების საშალება არ მისცეს და გამარჯვებისთვის იბრძოლოს. ის არ მალავს, რომ დიდი სიამოვნებით ჩაუდგება პელოტონს სათავეში. მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ეს ძნელი იქნება და ფინიშამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ლიდერობის შენარჩუნებას, თუ საბურავებს გაუფრთხილდება.

როსბერგი ორივე პრაქტიკაზე საუკეთესოა

Rosberg puts Mercedes on top in Monaco

23 მაისი
მონაკოში ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ თუ „მერსედესი“ კვალიფიკაციაში გაიმარჯვებს, რბოლის მოგების რეალური შანსიც ექნება. სწორედ „მერსედესი“ და არა კონკრეტულად მისი რომელიმე მრბოლი, რადგან პოულის მოპოვება ნიკო როსბერგსაც და ლუის ჰამილტონსაც თანაბრად შეუძლიათ. პირველმა ორმა პრაქტიკამ მათი საკვალიფიკაციო შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა. ორივეზე უსწრაფესი როსბერგი იყო, რომელმაც წინა ორი ეტაპის კვალიფიკაცია მოიგო. თანაც, ის პელოტონში ერთადერთია, ვინც წრე წუთსა და 15 წამზე ნაკლებში გაიარა. ორი პრაქტიკის ჯამში, მეორე უსწრაფესი ჰამილტონი გამოდგა, რომელმაც „ფერარის“ ორივე პილოტი მცირედით ჩამოიტოვა.

Wednesday, May 22, 2013

ალონსო მონაკოში „მერსედესის“ გამარჯვებას მოელის

Monaco GP: Fernando Alonso tips Mercedes for victory
22 მაისი

ფერნანდო ალონსო თვლის, რომ მონაკოს დიდ პრიზზე, „მერსედესი“ ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. მართალია, ამ სეზონში გერმანული საჯინიბოს პილოტებს, სამი პოულის მიუხედავად, მესამე ადგილზე მაღლა ადგილი არ დაუკავებიათ, მაგრამ მონტე კარლოს ქუჩებში რბოლის სპეციფიკა და კვალიფიკაციაში კონკურენტუნარიანობა, მათ რეალურ შანსს აძლევს.

ახალ „დიფენდერს“ ცოტა დააგვიანდება

Plans for new Land Rover Defender shaken up
22 მაისი
„ლენდ როვერმა“ ახალ „დიფენდერთან“ დაკავშირებული გეგმები ცოტათი შეცვალა, რისი მიზეზიც, როგორც ჩანს, ბრიტანული კომპანიის მფლობელი ინდური „ტატა როტორსის“ ფინანსური პრობლემებია. ამ ეტაპზე, კომპანია უარს ამბობს სპარტანული აღნაგობის ავტომობილის გამოშვებაზე და აქცენტს პრემიუმ სეგმენტის შესაფერის ავტომობილზე აკეთებს. ამასთან, თუ ადრე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ახალი „დიფენდერი“ ბაზარზე 2015 წელს გამოვიდოდა, დღეხ ვგებულობთ, რომ მისი დებიუტი ოდნავ გადაიწევს. ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, ძველი „დიფენდერი“ წარმოებიდან მაინც 2015 წელს მოიხსნება.

„ფორდი“ პრიორიტეტს ოთხცილინდრიან ძრავებს ანიჭებს

4-Cylinder Engines to be 66 Percent of Market by 2020, Says Ford
22 მაისი
„ფორდი“ ირწმუნება, რომ 2020 წლისთვის მის მიერ წარმოებული ავტომობილების 66 პროცენტი ოთხცილინდრიანი ძრავებით იქნება აღჭურვილი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სულ უფრო მკაცრდება მოთხოვნები ეკონომიურობასა და გამონაბოლქვში მავნე მინარევების შემცველობის შემცირებაზე. ბაზრის კვლევებზე სპეციალიზებულ კომპანია „პოლკის“ მონაცემებით, ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილების უკვე 53 პროცენტია აღჭურვილი ოთხცილინდრიანი ძრავებით.

Tuesday, May 21, 2013

„რენო მეგან RS რედ ბულ რეისინგ RB8“ - რჩეულისგან მხოლოდ რჩეულთათვის

Renault Reveals Mégane RS Red Bull Racing RB8 Limited Edition Model
21 მაისი

„რენომ“ და „რედ ბულმა“ შარშან ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონის ზედიზედ მესამე ტიტული მოიპოვეს. ამ მიღწევის აღსანიშნავად კი, ჰეჩბეკ „მეგანის“ ბაზაზე, ერთობლივად შეიმუშავეს მისი სპეციალური ვერსია, სახელად „რენო მეგან RS რედ ბულ რეისინგ RB8“. ავტომობილი, ისევე როგორც „რედ ბულის“ ბოლიდი, ლურჯი (ფერის სახელია კრეპუსკულ ბლიუ) ფერით შეღებეს.

შემდეგი „ლენდ როვერ ფრილენდერი“ „დისქავერის“ ოჯახს შეუერთდება

New Land Rover Freelander to join extended Discovery family
21 მაისი
ავტომობილი, რომლითაც „ლენდ როვერი“ მოდელ „ფრილენდერს“ შეცვლის, ამ სახელით აღარ გამოვა. ის მოდელ „დისქავერის“ მზარდი ოჯახის წევრი. ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარ-ის“ ინფორმაციით, რომელიც კომპანიის არაოფიციალურ წყაროს ეფუძნება, ახალი ავტომობილი „რეინჯ როვერ ევოუკის“ დაგრძელებულ პლატფორმაზე აიგება და ის ბაზარზე მომავალი წლის ბოლოს გამოვა.

„ტოიოტა“ მალე სრულიად ახალ „კოროლას“ გვიჩვენებს


Toyota Teases All-New Corolla and Tells Us to Get "Really Excited"
21 მაისი
იაპონური კომპანია გვპირდება, რომ ახალი „კოროლა“, რომლის ფოტო ტიზერიც პრემიერამდე სამი კვირით ადრე გაავრცელა, „ნამდვილად გაგახარებთ“. „ტოიოტამ“ დეტროიტის მოტორ შოუზე მართლა გაგვაკვირვა გარეგნულად საკმაოდ დახვეწილი, კომპაქტური კონცეპტუალური ავტომობილით, რომელიც „კოროლა ფურიას“ სახელით გაგვაცნო. და როგორც ჩანს, 6 ივნისს სწორედ ამ ავტომობილის სერიულ ვერსიას წარადგენს მსოფლიო პრემიერაზე, რომელიც კალიფორნიაში ჩატარდება.

„ფორდი“ ხუთ წელიწადში 15 ახალ ავტომობილს გამოუშვებს

 Ford to launch more than 15 new vehicles within five years
21 მაისი
„ფორდი“ ევროპის ბაზარზე უახლოეს ხუთ წელიწადში 15 ახალ ავტომობილს გამოუშვებს, რომელთა უმეტესობაც ბრიტანეთში წარმოებული ძრავებით აღიჭურვება. ეს ინფორმაცია, კრანფილდის უნივერსიტეტში, წარმოების მომავლის სამიტზე, ამერიკული კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა სტივენ ოდელმა განაცხადა.

Monday, May 20, 2013

„ფორდის“ ელექტრომობილებს „აეროვირონმენტის“ აპარატები დამუხტავს

Ford taps AeroVironment for home-charging systems
20 მაისი
„ფორდი“ თავისი ელექტრომობილების მყიდველებზე ზრუნვას მეტი მონდომებით შეუდგა. თავის ახალ პარტნიორთან, კომპანია „აეროვირონმენტთან“ ერთად, საკუთარი სახლის მფლობელ ელექტრომობილების მყიდველს, სახლის მეორე დონის დასამუხტ მოწყობილობას მიაწვდის.

ფორმულა E-ს პარტნიორი „რენოც“ იქნება (ვიდეო)

Formula E touts Renault relationship with new car design
20 მაისი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია დაჟინებით ცდილობს ახალი, ელექტრონული სარბოლო სერიის ჩამოყალიბებას. უკვე შექმნილია სარბოლი ავტომობილის პროტოტიპი სახელად „ფორმულეკ EF01“, რომელასაც მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში დაატარებენ და ახალ სერიას რეკლამას უწევენ. მიმიდანრეობს სრულფასოვანი საჯინიბოების ჩამოყალიბება და პირველი კალენდრის შედგენა. ამასთან, ახალი სერიის ორგანიზატორები ტექნიკურ პარტნიორებსაც იწვევენ.

„ჰიუნდაიმ“ ჩეხეთში მემილიონე ავტომობილი გამოუშვა


Hyundai Builds One Millionth Car in Its Czech Republic Plant
20 მაისი
„ჰიუნდაიმ“ თავის ჩეხურ ქარხანაში, რომელიც ქალაქ ნოსოვიცეში მდებარეობს, მემილიონე ავტომობილი გამოუშვა. ამ მიღწევისთვის, კორეულ კომპანიას ხუთი წელი დასჭირდა. პირველი მანქანა მისი კონვეიერიდან 2008 წლის 3 ნოემბერს ჩამოვიდა. მემილიონე ავტომობილის საპატიო ნომერი, ახალი თაობის კომპაქტურმა ჰეჩბეკმა i30-მა მიიღო, რომლის გარდა, ნოსოვიცეს ქარხანა ასევე სუბკომპაქტურ მინივენ ix20-ს და უგზოობის კომპაქტურ ix35-ს აწარმოებს.

ფორდის ოჯახმა სპეციალური აქციები შეინარჩუნა


Ford family keeps special voting rights
20 მაისი
ათწლეულების განმავლობაში, „ფორდ მოტორ კომპანის“ სააქციო სტრუქტურას, ორი ტიპის - A და B კლასის აქციები აყალიბებს. საფონდო ბირჟაზე მიმოქცევაში პირველი კლასის დაახლოებით 3 მილიარდი აქცია ცირკულირებს, B კლასის აქციების რაოდენობა კი დაახლოებით 71 მილიონია და მათ მთლიანად ფორდის ოჯახი ფლობს.

Sunday, May 19, 2013

„პორშე 918 სპაიდერი“ - გავიცნოთ უფრო ახლოს

Porsche Releases New Photos and Technical Details on the 918 Spyder
19 მაისი
„პორშე“ ამთავრებს თავის უახლეს სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერზე“ მუშაობას. ავტომობილმა ტესტების ბოლო ფაზაც გაიარა, რის შემდეგაც კომპანიამ მისი განახლებული ტექნიკური მახასიათებლები და ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. პრეს რელიზში ნათქვამია, რომ „918 სპაიდერზე“ ის სარბოლო ტექნოლოგიები დანერგეს, რომლებიც კომპანიამ ლე მანის მომავალი წლის რბოლისთვის შეიმუშავა. სხვათა შორის, მანქანის ეგრეთ წოდებული მგორავი შასის მართვა, ძარის ელემენტების გარეშეც შესაძლებელია. ამ ტექნიკას კი „პორშე“ თავის სარბოლ ავტომობილებზე იყენებს ხოლმე.

დათა ქაჯაიამ კლერმონ ფერანიც დაიპყრო


19 მაისი
ოღონდ, დიჟონისგან განსხვავებით, ამჯერად „მხოლოდ“ ორი რბოლის მოგებას დასჯერდა. უფრო სწორედ, ლეჯენდსის კლასის სარბოლი ავტომობილების ევროპის ეროვნებათა თასის მეორე ეტაპის სამივე რბოლა ტრასაზე მოიგო, მაგრამ გრძელი რბოლის დროს, სავალდებულო პიტსტოპზე, ბოქსებიდან დაბრუნების წესი დაარღვია (ქრონმეტრაჟის და არა თავისი მიზეზით), რის გამოც, საჯარიმო დრო დაემატა და საბოლოოდ, კვარცხლბეკს მიღმა დარჩა. სამი რბოლის ჯამში კი მეორე ადგილი მიეკუთვნა.

„ასტონ მარტინმა“ კონცეპტუალური CC100 გაგვაცნო (ვიდეო)

Aston Martin CC100 concept unveiled
19 მაისი
„ასტონ მარტინ CC100“ - კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ ნურბურგრინგის 24-საათიანი რბოლის სტარტამდე გაგვაცნო, მისი დაარსებიდან ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა და იმ ავტომობილის (DBR1) სტილშია შესრულებული, რომლითაც „ასტონის“ ეკიპაჟმა (ამერიკელი ქეროლ შელბი და ბრიტანელი როი სალვადორი) 1959 წელს ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო. რაც მთავარია, კონცეპტი კომპანიის ასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა.

Saturday, May 18, 2013

„მერსედეს-ბენცი“ მალე თვითმავალ S-კლასს გამოუშვებს

Self-driving Mercedes S-Class within five years
18 მაისი

„მერსედეს-ბენცი“ გვპირდება, რომ სანამ შემდეგი თაობის S-კლასის წარმოებას დაიწყებდეს (2021 წელს), ბაზარზე ამ ავტომობილის სრულიად ავტონომიურ, თვითმავალ ვერსიას გამოუშვებს. ეს ინფორმაცია მედიას გერმანული კომპანიის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის შეფმა თომას ვებერმა ჰამბურგში, უახლესი S-კლასის პრეზენტაციაზე მიაწოდა.

„ასტონ მარტინის“ კონცეპტუალური „CC100 სპიდსტერი“ ნურბურგრინგზე


Aston Martin's CC100 Speedster Concept Scooped at the Nurburgring
18 მაისი
ამ ავტომობილის ოფიციალური პრემიერა ნურბურგრინგის ტრეკზე ხვალ ჩატარდბა, მაგრამ მისადმი არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, წინასწარი ინფორმაცია, თუნდაც მსტოვრული წყაროებით მოპოვებული, ამ დროს უფრო ფასობს. და ჩვენც შეძლებისდაგვარად, ასეთ ინფორმაციას გაწვდით ხოლმე. რამდნიმე დღის წინ, ასეთი ობიექტი „ლამბორგინის“ ჰიპერ ავტომობილი „ეგოისტა“ გახდა, ახლა კი „ასტონ მარტინის“ ასწლოვანი იუბილესადმი მიძღვნილი კონცეპტუალური „CC100 სპიდსტერის“ ჯერია, რომელიც სწორედ ნურბურგრინგზე მაშინ დააფიქსირეს ტელეფონის კამერით, როდესაც ავტომობილი საპრეზენტაციოდ ემზადებოდა.

დათა ქაჯაიამ ევროპაში მორიგი რბოლა მოიგო


18 მაისი
... ამჯერად საფრანგეთის შარადის ტრეკზე, რომელსაც პატარა ნურბურგრინგსაც კი უწოდებენ. სწორედ შარადზე ჩატარდა ლეჯენდსის კლასის სარბოლი ავტომობილების ევროპის ეროვნებათა თასის მეორე ეტაპი, რომლის პირველ სპრინტშიც ქართველ მრბოლს ბადალი არ ჰყავდა.

ცოტა რამ ახალი „მუსტანგის“ ძრავებზე


2015 Ford Mustang Engine Details Leaked?
18 მაისი
ახლოვდება მომენტი, როდესაც „ფორდი“ თავის პოპულარულ მასკლ ქარ „მუსტანგის“ სრულიად ახალ მოდელს გვიჩვენებს. ეს ალბათ დეტროიტის მოტორ შოუზე, იანვარში მოხდება. მანამდე კი ამერიკული კომპანია მის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას ასაიდუმლოებს. და მაინც, პერიოდულად ვრცელდება ცნობები ახალი ავტომობილის შესახებ.

„ლამბორგინი ეგოისტა“ - ყველაზე სასურველი ეგოისტი

Lamborghini Details Egoista Concept Designed by Walter da Silva
18 მაისი
ეს ავტომობილი რამდენიმე დღის წინ, პრემიერისთანავე გაგაცანით და ბუნებრივია, მაშინ მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ მოგვეპოვებოდა. ახლა კი მასზე უფრო მეტის მოყოლის საშუალებაც გვაქვს. მაშ ასე, გავიცნოთ - „ლამბორგინი ეგოისტა“. რატომ ეგოისტა? ასეთი სახელი ხომ არცერთ საბრძოლო ხარს არ ჰქონია?