Thursday, May 2, 2013

„ტოიოტას“ შეფი ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს

Toyota Boss to Race at the 2013 Nürburgring 24-Hour Race
2 მაისი
აკიო ტოიოდა, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის, „ტოიოტას“ მთავარი აღმასრულებელია და რბოლების ტრფიალი. მას არაერთი ავტომობილის ტესტებში მიუღია მონაწილეობა. მათ შორის ორჯერ, 2007 და 2009 წლებში, ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში. მაშინ „ტოიოტას“ ვიცე პრეზიდენტი იყო, ახლა კი კომპანიის შეფია. და აი, „ჯაპან ტაიმსი“ იუწყება, რომ აკიო ტოიოდა ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს.
მთავარი ისაა, რომ ამჯერად ტოიოდა მარტო საკუთარი სიამოვნებისთვის არ იასპარეზებს. ის კომპანიის საქარხნო ეკიპაჟში იქნება, რომელშიც ოთხი მრბოლი შევა. ამ რბოლაში მონაწილეობით და კარგი შედეგის მიღწევით, „ტოიოტას“ სურს, ყველას დაანახოს, რომ როგორც ყოველთვის, უმაღლესი ხარისხის ავტომობილებს აწარმოებს.
ცნობისათვის, ოთხი წლის წინ, ტოიოდამ „ლექსუსის“ სუპერ ავტომობილ LF-A-თი იასპარეზა. მაშინ მისმა ეკიპაჟმა 87-ე ადგილი დაიკავა (სულ რბოლაში 170 ეკიპაჟი მონაწილეობდა). „ჯაპან ტაიმსი“ არ აზუსტებს, ამჯერად რა ავტომობილით იასპარეზებს კომპანიის შეფი. სავარაუდოდ, ეს იქნება სარბოლოდ მომართული „ტოიოტა GT-86“.

No comments:

Post a Comment