Thursday, May 2, 2013

შინ დამზადებული ფ1-ის ბოლიდი


Homemade Formula One Replica is Neat
2 მაისი
ბრიტანელმა ენთუზიასტმა, კევინ თომასმა, საკუთარ ავტოფარეხში, ფორმულა ერთის მანქანის სრულმასშტაბიანი რეპლიკა დაამზადა. საოცარია, რომ თომასს თურმე სრულიად არ გააჩნია ინჟინრის თვისებები და არც შესაბამისი ცოდნა. მაგრამ ამან არ შეაშინა, როდსაც „BAR-ჰონდას“ ბოლიდის ასლის შექმნა განიზრახა.

თავისი ასლის შესაქმნელად, თომასმა ორიგინალური ნაწილებიც გამოიყენა, რომელთა უმეტესობაც, იბეიზე შეიძნა. გარდა ამისა, მას ურთიერთობა ჰქონდა ფ1-ის ნაწილების კოლექციონერებთან. მოკლედ, საჭირო ნაწილებისთვის, საერთო ჯამში, 8000 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. მაგრამ ყველაფრის შეძენა შეუძლებელი იყო და ამიტომ, იძულებული გახდა, კარბონის კომპოზიტისგან დეტალების დამზადება შეესწავლა. შესაბამისად, ბევრი ნაწილი თავად შექმნა, რისთვისაც ესკიზების და ნახაზების შედგენაც უწევდა.

კევინმა გარეგნულად თითქმის მთელი ავტომობილი ააწყო. ასე განსაჯეთ, ის უკვე „BAR-ჰონდას“ ფერებშიც გამოაწყო. მაგრამ მანქანას არ აქვს ძრავი და ტრანსმისია. თომასი ფიქრობს, რომ თავისი რეპლიკა, ფორმულა „რენო“ 3.5-ის ძრავით და ტრანსმისიით აღჭურვოს, რადგან მათი შოვნა გაცილებით იოლი და იაფი იქნება, ვიდრე ფ1-ის ძრავისა და ტრანსმისიისა. ამასთან, ის ფიქრობს, რომ უფრო სუსტ ძრავს და მისგან გამოწვეულ ვიბრაციებს, მის მიერ შექმნილი შასი უკეთ გაუძლებს...

No comments:

Post a Comment