Wednesday, April 17, 2013

„მერსედეს-ბენცის“ კონცეპტუალური კომპაქტური ქროსოვერი GLA

Mercedes-Benz GLA Concept: First Official Photos of Compact Crossover
17 აპრილი
რამდენიმე დღე და ამ ავტომობილს პირველად შანჰაის შოუ ავტო ჩაინას დამთვალიერებელი იხილავს. მსოფლიო პრემიერამდე კი მისი ფოტოები და ზოგიერთი მახასიათებელი ინტერნეტით გავრცელდა. ლაპარაკია „მერსედეს-ბენცის“ უახლეს კონცეპტუალურ ავტომობილზე - კომპაქტურ ქროსოვერ GLA-ზე. ამ სახითაც ის საკმაოდ ახლოსაა სერიულ ვერსიასთან, რომელსაც სამქიმიანები მალე ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენენ.

ქროსოვერი GLA ბაზირებულია კომპაქტურ ჰეჩბეკ A-კლასზე. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4.38 მეტრი, სიგანე 1.97 მეტრი, სიმაღლე 1.57  მეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2.69 მეტრი (A-კლასის ბაზის ტოლია). ამგვარად, ის ჰეჩბეკზე ოდნავ დიდია.
ავტომობილს უფრო მკაცრი გამომეტყველება აქვს, ვიდრე ჰეჩბეკს და ეს არცაა გასაკვირი - როგორც წესი, ქროსოვერები შედარებით უხეში სტილით გამოირჩევიან. რა თქმა უნდა, ორ ავტომობილს საერთოც საკმარისად აქვს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კონცეპტუალური ავტომობილიდან სერიულამდე ბევრი სტილისტური ელემენტი დაიკარგება. მაგალითად, სერიული GLA 20-დუიმიან ბორბლებზე არ იდგება.
ორ ავტომობილს შორის მსგავსება ინტერიერშიცაა. კერძოდ, ქროსოვერზე ჰეჩბეკის ბევრმა დეტალმა გადაინაცვლა. მაგრამ განსხვავებულია მაჩვენებლების დაფა და გასაწყობად გამოყენებული მასალები. ამასთან, აქაც ბევრი ისეთ რამაა, რაც სერიულ ავტომობილზე არ იქნება. ინტერიერი ნაკლებად თვალის მომჭრელი გახდება.
რაც შეეხება აღჭურვილობას, აქაც აშკარაა A-კლასთან ნათესაობა. თუმცა, ახალია საკიდარი. კონცეპტუალურ ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ანიჭებს 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის სიმძლავრე 208 ცხენის ძალაა. მასთან ორდისკოიანი ქუროთი დაკავშირებულია 7-საფეხურიანი კოლოფი 7G-DCT, რომლიდანაც მაბრუნი მომენტი ოთხივე ბორბალს უნაწილდება. რა თქმა უნდა, სერიულ ავტომობილზე ძრავების გაცილებით მეტი არჩევანი იქნება.
შტუტგარტელები ქროსოვერ GLA-ს გაყიდვებს მომავალი წლიდან დაიწყებენ.

No comments:

Post a Comment