Tuesday, April 23, 2013

„ტოიოტა FT-HT იუეძია“ - ჰიბრიდი ჩინეთისთვის

Toyota FT-HT Yuejia is a Six-Seater Hybrid Concept Designed for China
23 აპრილი
ამ დღეებში, ყველა დიდი ავტომწარმოებელი, ჩინეთისადმი მზრუნველობას ავლენს. უფრო სწორედ, ჩინელი მყიდველისადმი. და ეს აღარავის უკვირს - მსოფლიოს აწ უკვე უდიდესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი, ყველასთვის უზარმაზარი მოგების მიღების წყაროა და ისინიც ამ შანსის გამოყენებას ცდილობენ. ასეთ კომპანიებს შორისაა „ტოიოტაც“, რომელმაც შანჰაის ავტო ჩაინაზე, კონცეპტუალური ჰიბრიდული ექვსადგილიანი „FT-HT იუეძია“ წარადგინა.

სულ იაპონურმა კომპანიამ შანჰაიში 52 ახალი, სერიული და კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომელთა უმეტესობაც, მთელს მსოფლიოში იყიდება. კონცეპტუალური „FT-HT იუეძია“ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ეს არის ექვსადგილიანი ჰეჩბეკი, რომელიც ახალგაზრდა ჩინელი მყიდველის გემოვნების შესაბამისადაა შექმნილი.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი თავისი გარეგნობით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ასეთი ფორმებით ის კონვეიერს ვერ მიაღწევს, თუმცა ფაქტია, რომ „ტოიოტა“ თავისი კორპორატიული სტილის დახვეწის პროცესშია. დიზაინი კი ის სფეროა, რომელშიც საყოველთაო აღიარებით, „ტოიოტა“ აშკარად მოისუსტებს.
რა თქმა უნდა, კონცეპტი „ტოიოტას“ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. ამ მიმართულებით, იაპონური კომპანია მსოფლიო ლიდერია და გასაკვირი არაა, რომ თავის უპირატესობის გამოყენებას ყველა სფეროში ცდილობს. გარდა ამისა, ავტომობილზე სხვა საინტერესო გადაწყვეტებიცაა გამოყენებული. მაგალითად, კარები ჩარჩოს გარეშე, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით იღება. მთავარი კი მაინც ისაა, რომ მისი სავარძლები სამ რიგადაა განლაგებული.
შანჰაიში „ტოიოტას“ ამ კონცეპტის შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ გამოუქვეყნებია. თუმცა, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ამ ავტომობილის ბაზაზე შეიქმნება სერიული მოდელი, რომელიც მხოლოდ ჩინეთში გაიყიდება.


No comments:

Post a Comment