Thursday, April 18, 2013

„ჯუჯარო პარკური“ მოძრაობაში (ვიდეო)


Watch Italdesign’s Parcour Concept on the Move in New Promo
18 აპრილი
ამ ავტომობილის არგამოშვება დანაშაული იქნება. ჯუჯარომ მასში არამხოლოდ თავისი დიზაინერების შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩააქსოვა, არამედ საინჟინრო თვალსაზრისითაც ნამდვილი შედევრი შექმნა, შედევრი, რომელიც მოძრაობაში „ლამბორგინი გალარდოს“ 542-ცხენისძალიან V10-ს მოჰყავს. პარკური რაღაცით ალბათ ლეგენდარულ „ლანჩა სტრატოსს“ მოგაგონებთ, ოღონდ მაღლა აწეულს. ის არც კუპეა, არც ქროსოვერი და არც კუპე ქროსოვერი. რაღაც სრულიად ახალია, რომელსაც ხშირად ბახას ტიპის ბაგითაც მოიხსენიებენ, თუმცა არც ამ ტიპთან აქვს საერთო.

ახლახანს „იტალდიზაინ ჯუჯარომ“ ამ კონცეპტუალურ ავტომობილზე სარეკლამო რგოლი გადაიღო, რომელზეც ჩანს, რომ „პარკურს“ ყველანაირ გზაზე შეუძლია გადაადგილება და ყველა შემთხვევაში, ის სუპერავტომობილია, რის საშუალებასაც „ლამბოს“ V10 აძლევს. ამ რგოლით ხაზგასმით გვიჩვენებენ, რომ ავტომობილს რეგულირებადი საკიდარი აქვს, რომელიც დაბლა იწევს, თუ გზა ასფალტიანია და მაღლა ადის, თუ გზა გრუნტიანია. მოკლედ, თუ საჭიროა, „პარკური“ კუპეა და თუ საჭიროა - ქროსოვერი.
მოკლედ, შარშან „ფერარიმ“ გული დაგვწყვიტა, როდესაც ახალი „ლანჩა სტრატოსისთვის“ ძრავი არ გაიმეტა და ეს შესანიშნავი ავტომობილი მტვრით დაფარვისთვის გასწირა. ახლა „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალ „ლამბოს“ და „ჯუჯაროს“ აქვთ შანსი, „სტრატოსის“ მსგავსი შედევრით გაახარონ სუპერ ავტომობილების გურმანები. ოღონდ, ეს მათი გადასაწყვეტი არაა, ამ საკითხზე მწვანე შუქს ვოლფსბურგში ანთებენ...

ვიდეო

No comments:

Post a Comment