Friday, April 5, 2013

„ფორდმა“ „კუგას“ წარმოება გაზარდა


Ford Increases Kuga Production to Meet Higher Demand
5 აპრილი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ უგზოობის „კუგაზე“ ევროპაში გაზრდილი მოთხოვნის გამო, მის წარმოებას გაზრდის. ბოლო წლებში, ევროპაში უგზოობის ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მათ ძირითადად ოჯახის მქონე პირები ყიდულობენ. „ფორდ კუგაზე“ ყველაზე დიდი მოთხოვნა კი ბრიტანეთშია, სადაც ამერიკულ კომპანიას ამ ავტომობილზე 8000-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. ვალენსიას (ესპანეთი) ქარხანაში „კუგას“ წლიური წარმოება 10 000-ით გაიზრდება.

„ახალი „კუგა“ საუკეთესოდ აღჭურვილი ავტომობილია, რომელიც უამრავ დამხმარე სისტემით გეხმარებათ და ამ მხრივ, კონკურენტებს შორის გამოირჩევა. ეს არის პირველი ავტომობილი, რომელზეც „ფორდის“ სრულიად ახალი სრულამძრავიანი სისტემა გამოვიყენეთ. წარმოების მნიშვნელოვანი გაზრდა, ბევრის მთქმელი ფაქტია, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩრდილოამერიკულ ბაზარზე, უგზოობის ავტომობილების კლასში „ფორდის“ ლიდერობა, ევროპულ ბაზარზეც აისახება. და ამ წარმატების ბაზაზე, ჩვენ ევროპაში სრულიად ახალ „ფორდ ეკოსპორტსა“ და შემდეგ „ფორდ ეჯსაც“ შევიტანთ“, - ამბობს „ფორდის“ ევროპული შტოს ვიცე პრეზიდენტი რიოლანტ დე ვაარდი, ვინც მარკეტინგის, გაყიდვების და მომსახურების საქმეებს კურირებს.
სპეციალურად გამოქვეყნებულ განცხადებაში „ფორდი“ ვარაუდობს, რომ წელს ევროპული ბაზრისთვის 100 000 ცალ „კუგას“ გამოუშვებს. იმავე ინფორმაციით, თებერვალში ამ ავტომობილზე მოთხოვნა, წინა წლის თებერვალთან შედარებით, 27 პროცენტით გაიზარდა. ამერიკული კომპანია ვარაუდობს, რომ მომდევნო ექვს წელიწადში, ევროპაში ერთ მილიონ უგზოობის ავტომობილს გაჰყიდის. ამასთან, ევროპაში სულ გაყიდული ავტომობილის დაახლოებით 10 პროცენტი უგზოობისა იქნება.

No comments:

Post a Comment