Tuesday, April 9, 2013

„ფორდ ფიუჟნი“ სამცილინდრიანი „ეკობუსტ“ ძრავით


2014 Ford Fusion to Gain 3-Cylinder Engine
9 აპრილი
საშუალო ზომის სედან „ფორდ ფიუჟნის“ ძრავების გამაში ისედაც ხუთი აგრეგატია და მას მალე კიდევ ერთი შეუერთდება. ესაა სერია „ეკობუსტის“ სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავი, რომლითაც „ფორდმა“ ჩინეთში „ფიუჟნის“ ანალოგი „მონდეო“ უკვე წარადგინა. იგივე ძრავით მალე ასევე მექსიკაში წარმოებული „ფორდ ფიესტა“ აღიჭურვება. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამავე ძრავს მალე „ისკეიპზე“ და „ტრანზიტ კონექტზეც“ შევხვდებით.

პარალელურად, „ფორდი“ ისევ გააგრძელებს სერია „ეკობუსტის“ 1.6-ლიტრიანი ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების წარმოებას. მაგრამ ამ აგრეგატებს აღარ შეუწყვილებს ავტომატურ ტრანსმისიას და სისტემა სტოპ-სტარტს. ორივე ამ სისტემას ამიერიდან მხოლოდ 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი „ეკობუსტით“ აღჭურვილ ავტომობილებზე გამოიყენებენ. 1.6-ლიტრიანს კი მხოლოდ 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი დაუკავშირდება.
1.5-ლიტრიანი „ეკობუსტი“ სამი 0.5-ლიტრიანი ცილინდრისგან შედგება, რომლებითაც მალე „ფორდს“ ყველა დანარჩენი ძრავი აღიჭურვება და მათ მაკომპლექტებლების დიდი ნაწილი ერთნაირი ექნებათ, რაც გაზრდის უნიფიკაციის დონეს და შეამცირებს საწარმოო ხარჯებს. ეს აგრეგატი 177 ცხენის ძალას (6000 ბრ/წთ-ზე) და 240 ნიუტონმეტრს (1500-4500 ბრ/წთ დიაპაზნში) გამოიმუშავებს.
რაც შეეხება „ფიუჟნს“ (და სავარაუდოდ, მის მომავალ ევროპულ ანალოგ მონდეოს), ცისფერი ოვალი მალე მისი ჰიბრიდული ვარიანტის იაფ ვერსიას წარადგენს, რომლის სახელსაც „S პაკეჯ“ დაემატება.

No comments:

Post a Comment