Monday, April 8, 2013

„ლენდ როვერ დიფენდერს“ შრი ლანკაშიც გამოუშვებენ

Land Rover Defender to Be Made in Sri Lanka
8 აპრილი

შრი ლანკურმა კომპანია „სათოსა მოტორსმა“ გამოაცხადა, რომ ქალაქ ჰამბანტოტაში ააშენებს ახალ ქარხანას, რომელშიც „ლენდ როვერ დიფენდერის“ ახლანდელ ვერსიას გამოუშვებს. ახალი ქარხნის ასამუშავებლად კი სულ რაღაც, 1 მილიონი დოლარის ინვესტირება მოუწევს.
ქარხნის მშენებლობა უკვე დაწყებულია და მისი მუშაობისთვის საჭირო მოწყობილობას კომპანია ბრიტანეთში შეიძენს. წარმოების პროცესს ზედამხედველობას „ლენდ როვერის“ სპეციალისტები გაუწევენ, ვისი საზრუნავიც, უმაღლესი ხარისხის დაცვა იქნება.
აღსანიშნავია, რომ „სათოსა მოტორსის“ აქციების 86 პროცენტი კომპანია „ექცეს ენჯინეარინგს“ ეკუთვნის, რომელსაც მიზნად აქვს დასახული, თავის ჯგუფში გააერთიანოს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები. „სათოსა მოტორსმა“ და შრი ლანკელმა ბიზნესმენმა შერან ფერნანდომ, ვინც „ლენდ როვერის“ ადგილობრივი აგენტია, თანაბარი წილობრივი მონაწილეობით შექმნეს კომპანია „ფრონტიერ ავტომოტივი“, რომელიც შრი ლანკაში „ლენდ როვერის“ პროდუქციის ერთადერთი დისტრიბუტორი იქნება. ეს კომპანია უზრუნველყოფს „ლენდ როვერის“ ავტომობილების სერვისსაც.
აღსანიშნავია, რომ „ლენდ როვერს“ შრი ლანკასთან დიდი ხნის პარტნიორული ურთიერთობა აქვს - ქვეყნის არმიას უგზოობის ავტომობილებს სწორედ ბრიტანული კომპანია აწვდის.

No comments:

Post a Comment