Saturday, April 20, 2013

„იკონა ვულკანო“ - ახალი იტალიური სუპერ ავტომობილი

Icona Vulcano 950hp Hybrid Coupe Makes a Fiery Global Debut in Shanghai
20 აპრილი
„იკონა“ იტალიური სადიზაინერო კომპანიაა და მან საკმაოდ რთული ამოცანა დაისახა - შეექმნა სუპერ ავტომობილი. მაგრამ ერთია, დაამზადო ასეთი ავტომობილი და მეორე - გაყიდო. როდსაც ბაზარზე „ფერარისთან“ და „ლამბორგინისთან“ კონკურენცია გელის, ცოტა ძნელია ადგილის დამკვიდრება. მაგრამ „იკონამ“ საინტერესო გზა აირჩია - თავის ავტომობილებს ჩინელებს შესთავაზებს. და ამიტომ, პირველი სუპერ ავტომობილის, „ვულკანოს“ (სახელიც როგორ ჟღერს...) მსოფლიო პრემიერა სწორედ ჩინეთში, შანჰაის საავტომობილო გამოფენა ავტო ჩაინაზე გადაწყვიტა.

„ვულკანო“ წინაძრავიანი ავტომობილია და ის შეიძლება ორი სხვადასხვა ძრავით აღიჭურვოს. მათგან ერთია 6.0-ლიტრიანი V12, რომელთან ერთადაც, ამძრავ სისტემაში 160-ცხენისძალიანი ელექტროძრავიც შედის. ამ შემთხვევაში, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 950 ცხენის ძალას აღწევს, ავტომობილს კი მეტსახელად „H-ტურიზმო“ ეწოდება.
მეორე შემთხვევაში, უფრო პატარა, V6 ძრავია გამოყენებული (მისი კონკრეტული მონაცემები არ გამოქვეყნებულა), რომელსაც ორი ტურბო დამჭირხნი ემსახურება. ამ შემთხვევაში, ჰიბრიდულ სისტემაში ორი ელექტროძრავი შედის, ჯამური სიმძლავრე კი 870 ცხენის ძალას აღწევს, მაბრუნი მომენტი კი ყველა წამყვან ბორბალს მიეწოდება. სხვათა შორის, ეს სისტემა რალის ლეგენდარულ სარბოლ ავტომობილ „ლანჩა 037 რალიზე“ გამოსცადეს და შესანიშნავი შედეგები დააფიქსირეს. ამ ვარიანტის მეტსახელად“ იკონაში“ „H-კომპეტიციონე“ შეარჩიეს.
მაღალი სიმძლავრის დამსახურებით, „ვულკანოს“ შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლები აქვს. უფრო სუსტ „H-კომპეტიციონეს“ ადგილიდან ასის ასკრეფად მას სამ წამზე ნაკლები ჰყოფნის, „H-ტურიზმო“ კი იგივე აჩქარებას 0.1 წამში ახერხებს. ორივეს მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია.
რაც შეეხება გარეგნობას, „ვულკანო“ ერთდროულად შეიძლება „ფერარის“ F12-ს და 599-ს, ასევე „ლექსუს LF-A-ს“ და „შევროლე კორვეტსაც“ კი მიამსგავსთ. საერთო ჯამში, ავტომობილი კარგად გამოიყურება და ამ საქმეში გაწაფული იტალიელებისგან ეს არცაა გასაკვირი.

No comments:

Post a Comment