Sunday, April 28, 2013

„მაკლარენის“ ახალი წამოწყება (ვიდეო)


See what Happens when Your House Becomes the HQ of an F1 Team
28 აპრილი
გასული სეზონის მსვლელობისას, „მაკლარენმა“ ანიმაციურ ფილმ „ტიუნდ“-ით გაგვაოცა. მის მორიგ სერიას ფ1-ის მოყვარული ისევე ელოდა, როგორც რბოლებს. ამ სეზონში კი, თავის პარტნიორ კომპანია „მობილთან“ ერთად, სხვანაირი გასართობი მოიფიქრა - პირადი ვიდეორგოლების კონკურსი, რომელში მონაწილეობაც პლანეტის ნებისმიერ მოსახლეს შეუძლია. კონკურსის გამარჯვებული კი გამორჩეულ პრიზს მიიღებს - უფასოდ დაესწრება აშშ-ის დიდ პრიზს, რომლის დროსაც იქნება „მაკლარენის“ ოფიციალური სტუმარი.

ეს სტატუსი მარტო სიტყვიერად არ გამოიხატება. კერძოდ, სტუმარს „მაკლარენის“ ბოქსში თავისუფლად გადაადგილების უფლება ექნება. თანაც, საჯინიბოს ოფიციალურ ფორმაში გამოწყობილი იქნება. მოკლედ, სამი დღით, ის „მაკლარენის“ სრულუფლებიანი წევრი ხდება. ასე განსაჯეთ, პრაქტიკების დროს, ტელემეტრიით მიღებული მონაცემების ანალიზის პროცესშიც მიიღებს მონაწილეობას.
იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ტიპის ფილმები უნდა შექმნან ამ შესანიშნავი ჯილდოს მოგების მსურველებმა, „მაკლარენმა“ და „მობილ 1-მა“ საჩვენებელი ფილმი გამოაქვეყნეს. მასში ნაჩვენებია ერთი საშუალო მოქალაქის შინ დაბრუნება. მას სახლში „მაკლარენის“ მთელი სარბოლო შემადგენლობა დახვდება, რომელიც თავისი საქმითაა დაკავებული. საძინებელში კი, მის მეუღლეს სამ მექანიკოსთან მწოლიარეს ხედავს... მოკლედ, მხიარული სიუჟეტია J

ვიდეო

No comments:

Post a Comment