Monday, April 1, 2013

„კიას“ კონცეპტუალური ოთხკარიანი კუპე - „ქუბ“


Kia Thinks New CUB Concept is a Four-Door Coupe
1 აპრილი
სეულის მოტორ შოუზე, „კიამ“ კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ქუბ“, წარადგინა. კორეული კომპანიის განმარტებით, ეს არის ოთხკარიანი კუპე. ეს ტერმინი - ოთხკარიანი კუპე, ბოლო ხანს ძალიან გავრცელდა. მწარმოებლები ასე მოიხსენიებენ თავიანთ სედანებს, რომლებიც გარეგნულად კუპესაც მოგვაგონებენ. მაგრამ როგორც წესი, ასეთებად დიდი ზომის მანქანებს მოიხსენიებენ.

„კიამ“ კი სეულში კომპაქტური ოთხკარიანი კონცეპტუალური კუპე გვიჩვენა, რომელსაც სედანის კი არა, ჰეჩბეკის (ანუ, რეალურად ის ხუთკარიანია) ძარა აქვს და რომ არა მის გარეგნობაში ზოგიერთი სპორტული ელემენტი, სიტყვა კუპე არც გაგახსენდებათ.
„ქუბი“ კორეული კომპანიის სეულის შტაბბინაში არსებულ სტუდიაშია შემუშავებული, რომელსაც თვით „კიას“ პრეზიდენტი და მთავარი დიზაინერი პეტერ შრაიერი ხელმძღვანელობს. ავტომობილის სიგრძე თითქმის 4.00 მეტრია, მისი დიზაინის თავისებურებათა შორის, უკანა კარის კონსტრუქციაცაა, რომელიც მანქანის უკანა საყრდენზე არის დამაგრებული და წინიდან უკან იღება, როგორც „როლს როისებზე“. შესაბამისად, „ქუბს“ არ აქვს შუა საყრდენი. „კიას“ განცხადებით, ამ ავტომობილის სტილის ბევრი ელემენტი, კონცეპტუალური „კიი 2+2-ისგანაა“ ნასესხები. ეს ავტომობილი კომპანიამ 2007 წელს გვიჩვენა.
„ქუბ-ის“ კაპოტქვეშ განლაგებულია „კიას“ ახალი, 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 204 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ აგრეგატს „კია“ უკვე იყენებს თავისი ჰეჩბეკების, „სიი’დ-ის“ და „პრო_სიი’დ-ის“ GT ვერსიებზე. კონცეპტუალური „ქუბ-ი“ 19-დუიმიან ბორბლებზე დგას. საჭის რგოლი კი სენსორული გადამწოდებითაა აღჭურვილი, რომელთა დახმარებითაც, კომპიუტერს მძღოლის ბიორიტმების კონტროლი შეუძლია. მულტიმედიური სისტემა კი ჟესტიკულაციაზე რეაგირებს ისე, რომ სენსორულ ღილაკებზე შეხებაც კი არაა საჭირო.
„კიას“ განცხადებით, ამ ეტაპზე, „ქუბ-ის“ სერიული წარმოების გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა.

No comments:

Post a Comment