Saturday, April 13, 2013

„ტატა ნანო“ მეტისმეტად იაფია

Tata Nano Too Cheap for Its Own Good, Improved But Pricier Models Planned
13 აპრილი
მართალია, მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის წოდებას ფლობს, მაგრამ ეს „ტატა ნანოს“ პოპულარობას მაინც ვერ განაპირობებს. უკვე სამ წელზე მეტია, რაც ეს ავტომობილი ინდურ ბაზარზეა გამოსული და ის მხოლოდ 229 157 ცალი გაიყიდა. არადა ქარხანას, სადაც მას აწარმოებენ, წლიურად 250 000 ცალის გამოშვება შეუძლია. უფრო მეტიც, მარტში, შარშანდელ მარტთან შედარებით, 86 პროცენტით ნაკლები „ნანო“ გაიყიდა. არადა, რატან ტატა მასზე დიდ იმედებს ამყარებდა...
სამარკეტინგო ანალიზმა ცხადყო, რომ კრახის მიზეზი, ამ ავტომობილის იმიჯშია - ის მეტისმეტად იაფი ღირს! ავტომობილი დაახლოებით 2800 დოლარი ღირს და პრობლემა ისაა, რომ მყიდველი მას ავტომობილად არ აღიქვამს. ამაში კი დამნაშავე „ტატა მოტორსია“, რომელმაც მყიდველს „ნანო“ შესთავაზა, როგორც მოტორიანი სკუტერის ალტერნატივა.
გააცნობიერა-რა, ბაზარზე განცდილი კრახის მიზეზები, „ტატამ“ ახალი სტრატეგია შეიმუშავა - „ნანო“ გაძვირდება. და რაც მთავარია, მყიდველს მას ავტომობილად შესთავაზებენ, ყოველგვარი გადახვევების გარეშე. შეიმუშავებენ ახალ ავტომობილებს, რომლებიც „ნანოზე“ იქნება ბაზირებული. რაც მთავარია, მათ ისეთივე ფასები ექნება, როგორებიც კონკურენტებს აქვს.
ბლუმბერგთან საუბრისას, „ტატას“ მმართველმა დირექტორმა კარლ სლიმმა განაცხადა, რომ ახლანდელი „ნანოს“ მარკეტინგული სტრატეგია ჰაერშ იყო გამოკიდული. უფრო მარტივად, სკუტერების მომხმარებლებს არ სურთ ამ ავტომობილის ყიდვა, რადგან მათ ავტომობილის ყიდვა არც სურდათ. მეორე მხრივ, ავტომობილის შეძენის მსურველებს არ სურთ მისი შეძენა, რადგან ავტომობილად არც თვლიან...
და როგორი იქნება უფრო ძვირი „ტატა ნანო“? სლიმი ამბობს, რომ მისი კომპანია კონცეპტუალური „ტატა პიქსელის“ სერიულ წარმოებაზე ფიქრობს. ეს კონცეპცია „ნანოს“ ბაზაზე შეიქმნა. ის დიზელის ძრავით და ავტომატური ტრანსმისიითაა აღჭურვილი. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სერიულიც ასეთ აგრეგატებს მიიღებს. სლიმი დასძენს, რომ ახალი ავტომობილები, მყიდველთა ფართო სპექტრისთვის იქნება გათვალისწინებული.

No comments:

Post a Comment