დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 30, 2013

„რედ ბული“ ტიტულის მოცილეებს ითვლის


Red Bull says F1 title battle is still a four-way fight
30 აპრილი
„რედ ბულში“ თვლიან, რომ მიმდინარე სეზონში, ტიტულისთვის ოთხი პილოტი იბრძოლებს. ოთხი ეტაპის შემდეგ, ორივე ჩათვლაში წინ სწორედ „რედ ბული“ და მისი მრბოლი სებასტიან ფეტელი არიან. არადა, ხარებისთვის სეზონი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო.

საიუბილეო „დიფენდერ LXV სპეშლ ედიშნ“

Land Rover Marks its 65th Anniversary with Defender LXV Special Edition
30 აპრილი
დღეს „ლენდ როვერს“ 65 წელი შეუსრულდა და გარდა იმისა, რომ იუბილარმა სპეციალური საზეიმო ღონისძიება მოაწყო, რომელზეც სატესტო ტრეკ პეკინგტონ ისტეიტზე 130-ზე მეტი მანქანა გამოფინა, ამ თარიღთან დაკავშირებით, „დიფენდერის“ სპეციალური ვერსია LXV-ც გაგვაცნო. აბრევიატურა LXV რომაული ნიშნებით, სწორედ 65-ს ნიშნავს.

Monday, April 29, 2013

„რენო მეგანი“ R-ლინკით და ვარიატორით - ეკონომიური სიამოვნება

29 აპრილი
ახალ ტელეფონს რომ იყიდი, რომლის მწარმოებელიც ტექნოლოგიურ სიახლეებს გთავაზობს და თავიდან გიჭირს სიახლის და ამ ყველაფრის შეგუება, დაახლოებით იგივე გრძნობა დაგვეუფლა, როდესაც უსაფეხურო ვარიატორით და მულტიმედიურ სისტემა R-ლინკით აღჭურვილი „რენო მეგანით“ პირველი კილომეტრები გავიარეთ. ამის საშუალება, „რენოს“ რუსეთის წარმომადგენლებმა, ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების - ბელარუსის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ჟურნალისტებს მისცეს. სიახლეების ტესტირებისთვის კი სამხრეთ პოლონეთის ქალაქები და მათი დამაკავშირებელი გზები აირჩიეს.

Sunday, April 28, 2013

„რენოს“ იდუმალი კონცეპტის სახელია „ტუინფან“

New Renault Teasers Solve the Riddle of the Mystery Concept: It's the TwinFun
28 აპრილი
ფრანგული კომპანიისთვის, მონტე კარლოს დიდი პრიზი ახალი სპორტული ავტომობილების პირველი ჩვენების ადგილად მკვიდრდება. შარშან იქ კონცეპტუალური „ალპინი“ წარადგინეს, ამჯერად კი კიდევ ერთი სიახლის ჯერია, რომლისაც „რენო“ ჯერ მხოლოდ ფოტო ტიზერებს და მწირ ინფორმაციას გვაცნობს.

„მაკლარენის“ ახალი წამოწყება (ვიდეო)


See what Happens when Your House Becomes the HQ of an F1 Team
28 აპრილი
გასული სეზონის მსვლელობისას, „მაკლარენმა“ ანიმაციურ ფილმ „ტიუნდ“-ით გაგვაოცა. მის მორიგ სერიას ფ1-ის მოყვარული ისევე ელოდა, როგორც რბოლებს. ამ სეზონში კი, თავის პარტნიორ კომპანია „მობილთან“ ერთად, სხვანაირი გასართობი მოიფიქრა - პირადი ვიდეორგოლების კონკურსი, რომელში მონაწილეობაც პლანეტის ნებისმიერ მოსახლეს შეუძლია. კონკურსის გამარჯვებული კი გამორჩეულ პრიზს მიიღებს - უფასოდ დაესწრება აშშ-ის დიდ პრიზს, რომლის დროსაც იქნება „მაკლარენის“ ოფიციალური სტუმარი.

კუბიცამ „მერსედესის“ ფ1-ის სიმულატორზე ივარჯიშა


Kubica confirms he drove in Mercedes's Formula 1 simulator
28 აპრილი
კუბიცა და ვოლფი
ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას, რობერტ კუბიცამ დაადასტურა, რომ „მერსედესის“ ფ1-ის სიმულატორზე ივარჯიშა. ეს ინფორმაცია პირველად ცოტა ხნის წინ გაჟღერდა, როდესაც პოლონელი მრბოლი რალის ევროპული ჩემპიონატის ეტაპზე ასპარეზობდა. მაგრამ დღეების განმავლობაში, ჭორის ელფერი დაჰკრავდა. თუმცა, აზორის რალის წინ, კუბიცას „ავტოსპორტის“ რეპორტიორი ესაუბრა და ამ საუბრისას მრბოლმა დაადასტურა, რომ ბრეკლიში იმყოფებოდა და სიმულატორზე ივარჯიშა. თუმცა, ამ თემაზე მეტის თქმა აღარ ისურვა.

Wednesday, April 24, 2013

რატომ ამჯობინა „პორშემ“ ფ1-ს ლე მანი

Porsche says F1's lack of road relevance pushed it to LMP1 instead
24 აპრილი

„პორშეს“ გადაწყვეტილებას, ფორმულა ერთის ნაცვლად, გამძლეობაზე რბოლებში დაბრუნებულიყო, პრაგმატული მიზეზებით იყო განპირობებული. გერმანულ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გამძლეობაზე რბოლები, ტექნიკური თვალსაზრისით, უფრო ახლოსაა ავტომობილების წარმოებასთან და შესაბამისად, ასეთ სერიაში მონაწილეობას, კომპანიისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

„ფორდმა“ მოგება 15 პროცენტით გაზარდა


Ford profit rises 15% on N.A. record
24 აპრილი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მისი პირველი კვარტლის მოგება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 15 პროცენტით, 1.61 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი. ასეთი მკვეთრი ზრდა კი პირველ რიგში, ჩრდილოამერიკულ ბაზარზე მიღებულმა რეკორდულმა მოგებამ განაპირობა, რამაც ევროპაში განცდილი დანაკარგები გადაფარა.

Tuesday, April 23, 2013

„ჯენერალ მოტორსი“ ჩინეთში წარმოებულ ავტომობილებს აშშ-ში შეიტანს

General Motors May Sell Chinese-Built Cars in the USA
23 აპრილი

თანამედროვე ჩინურ ავტომობილებს, ისევე როგორც ამ ქვეყნის ბევრ სხვა სახის პროდუქციას, დაბალი ხარისხის გამო, ავტორიტეტი არ აქვს. ჩინელებს ხარისხიანი ავტომობილების წარმოების მცირე გამოცდილება აქვთ. თანაც, ქრეშ ტესტებზე ძალიან ცუდ შედეგებს ღებულობენ. შესაბამისად, ცისქვეშეთის ავტომობილებს, ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იშვიათად ყიდულობენ.

„ტოიოტა FT-HT იუეძია“ - ჰიბრიდი ჩინეთისთვის

Toyota FT-HT Yuejia is a Six-Seater Hybrid Concept Designed for China
23 აპრილი
ამ დღეებში, ყველა დიდი ავტომწარმოებელი, ჩინეთისადმი მზრუნველობას ავლენს. უფრო სწორედ, ჩინელი მყიდველისადმი. და ეს აღარავის უკვირს - მსოფლიოს აწ უკვე უდიდესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი, ყველასთვის უზარმაზარი მოგების მიღების წყაროა და ისინიც ამ შანსის გამოყენებას ცდილობენ. ასეთ კომპანიებს შორისაა „ტოიოტაც“, რომელმაც შანჰაის ავტო ჩაინაზე, კონცეპტუალური ჰიბრიდული ექვსადგილიანი „FT-HT იუეძია“ წარადგინა.

ჭურვი, რომლითაც ლოები პაიკს პიკის დაპყრობას ეცდება


23 აპრილი
„პეჟომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია სარბოლ ავტომობილ „208 T16 პაიკს პიკზე“, რომლითაც რალიში ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი სებასტიან ლოები, აღმართზე ლეგენდარულ რბოლაში გასამარჯვებლად იასპარეზებს. მიზნის მიღწევაში ხელის შესაწყობად, ფრანგულმა კომპანიამ, თავის პატარა ჰეჩბეკ 208-ს ბაზაზე ნამდვილი ჭურვი შექმნა, რომელიც ბევრ სუპერ ავტომობილსაც მისცემს ფორას.

Monday, April 22, 2013

„ვოლვომ“ ლუქს ფლაგმანზე უარი თქვა


Bye, Bye Concept Universe: Volvo Says No to Flagship Luxury Car
22 აპრილი
ორი წლის წინ, შანჰაის მოტორ შოუზე, „ვოლვომ“ კონცეპტუალური ლუქს სედანი „იუნივერსი“ (ფოტოებზე) წარადგინა, რომელიც კომპანიის მომავალ სერიულ ფლაგმანად მოიაზრებოდა. მოგვიანებით, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, შვედურმა კომპანიამ კიდევ ერთი კონცეპტუალური ავტომობილი, ისევ ლუქსის კლასის - „კონცეპტ იუ“ გაგვაცნო. მაშინ ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რომ „ვოლვო“ ლუქს კლასში შეღწევას ლამობდა და ეს კონცეპტებიც ამის მანიშნებელი იყო.

"ქარის მიერ შექმნილი" "მაკლარენ P1" (ვიდეო)

ასე იქმნებოდა შედევრი
რონ დენისმა P1-ს აეროდინამიკურად ყველაზე სრულყოფილი  ავტომობილი უწოდა...

„მაზერატიმ“ ახალი „გიბლი“ შანჰაიში გაგვაცნო


New Maserati Ghibli Sedan Makes its First Public Outing at Shanghai Auto Show
22 აპრილი
„გიბლი“ პირველი საშუალო ზომის ოთხკარიანი სპორტული სედანია „მაზერატის“ ისტორიაში. ამას თავად იტალიური კომპანია გვამცნობს, რომელმაც თავისი სიახლე პირველად ჩინელ საზოგადოებას, შანჰაის საავტომობილო გამოფენაზე წარუდგინა. და ჩინეთში გააქტიურება შემთხვევითი არაა - იტალიური კომპანია, რომელიც „ფიატის“ ოჯახის წევრია და „ფერარისთან“ არის შეწყვილებული, თავისი წლიური გაყიდვების 50 000-მდე გაზრდას გეგმავს და ამ საქმეში, „გიბლისა“ და ახალ „კვატროპორტეზე“ განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს.

„ნისან ფრენდ-ME“ - კონცეპტი ახალგაზრდა ჩინელებისთვის

Nissan Friend-ME Concept was Designed for Young Chinese Buyers
22 აპრილი
დამიმეგობრდი - ასე შეიძლება გავიგოთ ამ კონცეპტუალური ავტომობილის სახელი, რომელიც „ნისანმა“ სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის, უფრო კონკრეტულად კი ახალგაზრდა ჩინელი მყიდველისთვის შექმნა. ეს კი ის სეგმენტია, რომელიც სპეციალისტების პროგნოზით, მალე მსოფლიოში უდიდესი გახდება.

Sunday, April 21, 2013

„ფორდმა“ სახელი „ესკორტი“ ჩინეთისთვის აღადგინა

Ford Revives Escort Name with New Concept Sedan in Shanghai
20 აპრილი
იყო დრო, როდესაც „ფორდის“ გამაში ყველაზე პოპულარული და ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, კომპაქტური „ესკორტი“ იყო. არა იმიტომ, რომ ის დახვეწილი დიზაინით, ან შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩეოდა. არამედ იმიტომ, რომ ხელმისაწვდომი ავტომობილი იყო. მაგრამ ეს სახელი „ფოკუსმა“ შეცვალა, რომელმაც „ესკორტისგან“ მემკვიდრეობით პოპულარობა გადაიბარა.

ჰამილტონი: მანქანა „საშინელიდან“ „საოცრად“ გარდაიქმნა


Hamilton: Car went from “terrible” to “amazing”
21 აპრილი
ლუის ჰამილტონი გაოცებას არ მალავს იმის გამო, რომ მისი მანქანა ბაჰრეინის რბოლის დასაწყისში საშინლად მუშაობდა, მეორე ნახევარში კი - პირიქით. მან აღიარა, რომ თავისი მეხუთე ადგილით ძალიან კმაყოფილი დარჩა. არადა, რბოლის დასაწყისში ამაზე ვერც კი იოცნებებდა.

ბატონი: პერესი ძალიან აგრესიული იყო


Perez was “too aggressive”, says Button
21 აპრილი
ჯენსონ ბატონი ამბობს, რომ ბაჰრეინის რბოლის დროს, თანაგუნდელი სერხიო პერესი მასთან მეტისმეტად აგრესიული იყო. ერთ მომენტში, პერესი ბატონს უკნიდან ოდნავ შეეჯახა, შემდეგ კი ბრიტანელმა აღარ დაუთმო გზა, როდესაც პერესი გასწრებას ლამობდა და მექსიკელს ტრასის მიღმა გავლამ მოუწია. ბატონმა რადიოთი შესჩივლა გუნდს: „ის უკნიდან დამეჯახა, ცოტა დაამშვიდეთ“, მოგვიანებით კი: „ის ჩემზე წამოვიდა და ბორბლებით დავეჯახეთ“...

ალონსოს მეორე უიღბლო რბოლა


Alonso rues ‘two unlucky moments in four races’
21 აპრილი
ბაჰრეინულ რბოლაში არ გაუმართლა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც რბოლა მეორე რიგიდან აიღო და ყველა თვლიდა, რომ სებასტიან ფეტელს გამარჯვებისთვის სწორედ ის გაუწევდა მეტოქეობას. მაგრამ რბოლის დასაწყისშივე, ალონსოს პრობლემა შეექმნა, რამაც მისი შედეგი განსაზღვრა.

ფეტელი და დანარჩენები

Vettel wins in Bahrain
21 აპრილი
ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლაზე სწორედ ამის თქმა შეიძლება - ფეტელი და დანარჩენები. გერმანელმა აშკარა უპირატესობით ჩაატარა მთელი რბოლა. ის იმდენად დაწინაურდა, რომ ოპერატორმა რბოლის ბოლოსღა მიაქცია ყურადღება, როდესაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ფინიშის ხაზი უნდა გადაეკვეთა. თუმცა, ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა - „დანარჩენებს“ საინტერესო ბრძოლა ჰქონდათ გამართული და ამის არჩვენებაც არ შეიძლებოდა...

Saturday, April 20, 2013

„სუზუკის“ კონცეპტუალურ კომპაქტ სედან „აუთენტიკსი“ შანჰაიში

New Suzuki Authentics Concepts for a Compact Sedan Debuts in Shanghai
20 აპრილი
„სუზუკი“ ამერიკის და კანადის ბაზრებიდან წამოვიდა, მაგრამ თავისი ყურადღება ყველაზე პერსპექტიულ, ჩინურ ბაზარს მიაპყრო, რომლისთვისაც შექმნილი პირველი კონცეპტუალური პროდუქტი, სედან „აუთენტიკსის“ სახით, შანჰაის ავტო შოუზე წარადგინა.

„მისტრა“ – „ჰიუნდაი“ მხოლოდ ჩინეთისთვის

Hyundai Previews China-Exclusive Model Called Mistra at Shanghai Auto Show
20 აპრილი
„ჰიუნდაის“ ჩინურ ბაზარზე მოწინავე ავტომწარმოებელთა სიაში ყოფნა სურს და ამ მიმართულებით, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ახლახანს, შანჰაიში გახსნილ საავტომობილო გამოფენა ავტო ჩაინაზე გადადგა. კორეულმა კომპანიამ იქ მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის შექმნილი მოდელი „მისტრა“ წარადგინა.

კვალიფიკაციაზე ჰამილტონის ჩავარდნის მიზეზი მანქანაა

Lewis Hamilton admits he faded in qualifying
20 აპრილი

ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ პირველ პრაქტიკებზე ჩავარდნის შემდეგ, მისი მანქანა მესამე პრაქტიკაზე კარგად ამუშავდა, თუმცა კვალიფიკაციაზე ისევ დაკარგა სიჩქარე. საბოლოოდ, მან მეოთხე შედეგი კი აჩვენა, მაგრამ პოულის მომგებ თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან 0.432 წამი წააგო. ამასთან, იმის გამო, რომ მესამე პრაქტიკის შემდგომ, დაზიანებული გადაცემათა კოლოფი შეუცვალეს, სტარტს ხუთი ადგილით უკან, მეცხრე პოზიციიდან აიღებს.

რაიკონენი მანქანით უკმაყოფილოა


Kimi Raikkonen says Lotus just too slow in qualifying
20 აპრილი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ ბაჰრეინის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მის მიერ ნაჩვენები შედეგი იმის მაქსიმუმია, რისი საშუალებაც მანქანამ მისცა. პირველ ორ პრაქტიკაზე ის უსწრაფესი იყო, რის გამოც, კვალიფიკაციაში მისგან ყველა პირველობისთვის ბრძლას ელოდა. მაგრამ პოულისთვის პაექრობას ვინ ჩივის, კვალიფიკაციის მომგებ ნიკო როსბერგს თითქმის წამით ჩამორჩა და მეცხრე შედეგს დასჯერდა.

„იკონა ვულკანო“ - ახალი იტალიური სუპერ ავტომობილი

Icona Vulcano 950hp Hybrid Coupe Makes a Fiery Global Debut in Shanghai
20 აპრილი
„იკონა“ იტალიური სადიზაინერო კომპანიაა და მან საკმაოდ რთული ამოცანა დაისახა - შეექმნა სუპერ ავტომობილი. მაგრამ ერთია, დაამზადო ასეთი ავტომობილი და მეორე - გაყიდო. როდსაც ბაზარზე „ფერარისთან“ და „ლამბორგინისთან“ კონკურენცია გელის, ცოტა ძნელია ადგილის დამკვიდრება. მაგრამ „იკონამ“ საინტერესო გზა აირჩია - თავის ავტომობილებს ჩინელებს შესთავაზებს. და ამიტომ, პირველი სუპერ ავტომობილის, „ვულკანოს“ (სახელიც როგორ ჟღერს...) მსოფლიო პრემიერა სწორედ ჩინეთში, შანჰაის საავტომობილო გამოფენა ავტო ჩაინაზე გადაწყვიტა.

როსბერგი ბაჰრეინის პოულზეა

Rosberg takes pole for Mercedes in Bahrain
20 აპრილი
ზედიზედ მეორე ეტაპია, საკვალიფიკაციო რბოლას „მერსედესის“ მრბოლები იგებენ. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამქიმიანი ემბლემით დამშვენებულ ბოლიდს, ერთი სწრაფი წრის გავლა შეუძლია. ის რბოლაშიც ბევრზე სწრაფია, რაც ჯერჯერობით, მხოლოდ კვარცხლბეკის ქვედა საფეხურების დასაკავებლად კმარა. თუმცა გამარჯვებისთვის ჯერჯერობით საკმარისი არაა. და ეს ნიკო როსბერგმა, ბაჰრეინის დიდი პრიზის კვალიფიკაციაში გამარჯვების შემდეგაც განაცხადა.

Friday, April 19, 2013

ბაჰრენიულ სიცხეში ყინულის კაცი ლიდერობს

Iceman Raikkonen fastest in Bahrain heat
19 აპრილი

დაუსრულებელი არეულობების მიუხედავად, ბაჰრეინი დიდი პრიზების ცირკს მაინც მასპინძლობს. თუმცა, ახლა უფრო საინტერესო ისაა, რომ სეზონის პირველ სამ ეტაპი სამმა სხვადასხვა პილოტმა მოიგო და არაა გამორიცხული, რომ შარშანდელის მსგავსად, მეოთხე რბოლაში მეოთხე გამარჯვებულიც ვიხილოთ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - კიმი რაიკონენს წინა ოც რბოლაში ქულები აქვს მოპოვებული და ამით, პელოტონში ყველაზე სტაბილური მრბოლია.

Thursday, April 18, 2013

„პორშე“ ოთხცილინდრიან ტურბო ოპოზიტს გამოუშვებს

Porsche Rumored to Launch Small-Displacement Turbo'd Flat-Four Within the Year
18 აპრილი

იყო დრო, როდესაც „პორშე“ თავის ზოგიერთ მოდელზე ოთხცილინდრიან ძრავებს იყენებდა. მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა. ცუფენჰაუზენელები ცხენის ძალების მუდმივი ზრდის ტრენდს აჰყვნენ და დღეს ალბათ ბევრს გაუკვირდება, როდესაც გაიგებს, რომ მათს საწარმოო პროგრამაში ოდესღაც ასეთი სუსტი ძრავებისთვისაც იყო ადგილი.

„მერსედეს-ბენცმა“ კონცეპტუალური კომპაქტური ქროსოვერი GLA გაგვაცნო

Mercedes-Benz Officially Reveals New GLA Compact Crossover Study
18 აპრილი
შანჰაის საავტომობილო გამოფენა ავტო ჩაინაზე, „მერსედეს-ბენცის“ პავილიონის ვარსკვლავი, კომპაქტური კონცეპტუალური ქროსოვერი GLA იქნება, რომელსაც მალე სერიული სახითაც ვიხილავთ. თავისი სიახლე სამქიმიანებმა გამოფენის დაწყებამდე, ინტერნეტით გავრცელებული ფოტოებით და მცირე ინფორმაციით გაგვაცნეს.

„ჯუჯარო პარკური“ მოძრაობაში (ვიდეო)


Watch Italdesign’s Parcour Concept on the Move in New Promo
18 აპრილი
ამ ავტომობილის არგამოშვება დანაშაული იქნება. ჯუჯარომ მასში არამხოლოდ თავისი დიზაინერების შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩააქსოვა, არამედ საინჟინრო თვალსაზრისითაც ნამდვილი შედევრი შექმნა, შედევრი, რომელიც მოძრაობაში „ლამბორგინი გალარდოს“ 542-ცხენისძალიან V10-ს მოჰყავს. პარკური რაღაცით ალბათ ლეგენდარულ „ლანჩა სტრატოსს“ მოგაგონებთ, ოღონდ მაღლა აწეულს. ის არც კუპეა, არც ქროსოვერი და არც კუპე ქროსოვერი. რაღაც სრულიად ახალია, რომელსაც ხშირად ბახას ტიპის ბაგითაც მოიხსენიებენ, თუმცა არც ამ ტიპთან აქვს საერთო.

„ფორდი“ და „ჯენერალ მოტორსი“ 10-საფეხურიან ტრანსმისიებს შეიმუშავებენ

Ford, GM Join Forces to Develop 9- and 10-Speed Transmissions
18 აპრილი
ისინი ოდითგანვე კონკურენტები არიან, როდესაც საქმე ეხება ავტომობილების გაყიდვებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლობაზე უარს იტყვიან. პირიქით, ახლახანს „ფორდმა“ და „ჯენერალ მოტორსმა“ მოიპალარაკეს, რომ ერთობლივად შეიმუშავებენ 9 და 10-საფეხურიან ავტომატურ კოლოფებს, რითაც მნიშვნელოვან ფულად სახსრებს დაზოგავენ.

„ფოლკსვაგენის“ კონცეპტუალური „ქროსბლიუ“

New VW CrossBlue Coupe Concept Previewed Ahead of Shanghai Show Debut
18 აპრილი

შანჰაის საავტომობილო შოუ აუტო ჩაინაზე ახალი და კონცეპტუალური ქროსოვერების სიუხვეა მოსალოდნელი. მათ შორის გერმანული ქროსოვერების კოჰორტა გამოირჩევა, რომელთაგან ერთ-ერთი, „ფოლკსვაგენის“ კონცეპტუალური „ქროსბლიუ“ იქნება, რომლის ესკიზებიც გერმანულმა კომპანიამ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა.

მემილიონე „მუსტანგი“ ფლეტ როკიდან

Ford celebrates 1 millionth Mustang built at Flat Rock
18 აპრილი

17 აპრილს „ფორდის“ ლეგენდარულ მასკლქარ „მუსტანგს“ 49 წელი შეუსრულდა. ეს „მრგვალი“ თარიღი არაა, თუმცა მას ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი დაემთხვა - ფლეტ როკის (შტატი მიჩიგანი) ქარხანამ, მემილიონე „მუსტანგი“ გამოუშვა. ამ ქარხანაში „მუსტანგს“ 2004 წლიდან აწარმოებენ, სულ კი ავტომობილის ბაზარზე ყოფნის განმავლობაში, მისი 8.5 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.

„ოპელ ადამმა“ „რედ დოტის“ დიზაინის ჯილდო დამსახურა

Opel ADAM Wins “red dot design award”
18 აპრილი
„ოპელის“ უახლესმა სუბკომპაქტურმა სპორტულმა მოდელმა „ადამმა“, ინდუსტრიულ დიზაინში პოპულარულ კონკურს „რედ დოტის“ აღიარება მოიპოვა. კონკურსის ჟიურიში შემავალმა 37-მა ექსპერტმა, „ადამს“ ავტოინდუსტრიისა და ტრანსპორტის კატეგორიაში, 2013 წლის საუკეთესო პროდუქტის ჯილდო მიაკუთვნა.

ანიმაციური ფილმი "მინიდრაივერს" - ჩინეთის დიდი პრიზი (ვიდეო)


MiniDrivers - Chapter 5x03 - 2013 Chinese Grand Prix
18 აპრილი


Wednesday, April 17, 2013

„მერსედეს-ბენცის“ კონცეპტუალური კომპაქტური ქროსოვერი GLA

Mercedes-Benz GLA Concept: First Official Photos of Compact Crossover
17 აპრილი
რამდენიმე დღე და ამ ავტომობილს პირველად შანჰაის შოუ ავტო ჩაინას დამთვალიერებელი იხილავს. მსოფლიო პრემიერამდე კი მისი ფოტოები და ზოგიერთი მახასიათებელი ინტერნეტით გავრცელდა. ლაპარაკია „მერსედეს-ბენცის“ უახლეს კონცეპტუალურ ავტომობილზე - კომპაქტურ ქროსოვერ GLA-ზე. ამ სახითაც ის საკმაოდ ახლოსაა სერიულ ვერსიასთან, რომელსაც სამქიმიანები მალე ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენენ.

„ტოიოტამ“ უკვე 5 მილიონი ჰიბრიდი გაჰყიდა (ვიდეო)

Toyota’s Hybrid Sales Top Five Million Vehicles
17 აპრილი

იაპონურმა საავტომობილო კომპანია „ტოიოტამ“ გამოაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ავტომობილების გლობალურმა გაყიდვებმა ხუთმილიონიანი ზღვარი გადალახა. „ტოიოტამ“ ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილი პირველად 1997 წელს გამოიტანა. სანუკვარი ზღვარის გადალახვის ფაქტი კი 31 მარტს დაფიქსირდა.

„ლენდ როვერი“ თავის მანქანებს ტუნინგს თავადვე ჩაუტარებს


Custom Land Rovers Straight from the Factory
17 აპრილი
„ლენდ როვერის“ მთავარი დიზაინერი ჯერი მაკგოვერნი ამბობს, რომ მისი კომპანია მყიდველთან უფრო ახლო ურთიერთობის დამყარებას აპირებს, რაც პროდუქციის ინდივიდუალიზაციაში გამოიხატება. ეს კი არსებული მოდელების სხვადასხვა ვარიანტების შეთავაზებით გახდება შესაძლებელი.

Tuesday, April 16, 2013

ვებერი „პორშეში“, რაიკონენი „რედ ბულში“?

Webber signs five-year Porsche deal
Lotus plays down Raikkonen exit rumours
16 აპრილი
ჯერჯერობით, პადოკში ორივე ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდება. თუმცა ფორმულა ერთში რომ ხშირად წარმოუდგენელი ჭორებიც კი მართლდება, ესეც ცნობილია. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ ორ ინფორმაციას ცნობად მივიღებთ და მოვლენთა განვითარებას დაველოდებით. მითუმეტეს, ეგრეთ წოდებული სილი სეზონი ჯერ არ დაწყებულა.

ოჟიემ ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო

Ogier wraps up third straight WRC win
16 აპრილი

ერთი სებასტიანი წავიდა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ახლა მეორე სებასტიანი გაბატონდა. ლოები მხოლოდ ოთხ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან ერთი უკვე მოიგო, მეორეზე მეორე ადგილი დაიკავა და კიდევ ორში მიიღებს მონაწილეობას. ბურთი და მოედანი კი ოჟიეს დარჩა, ლოების თანამემამულესა და ყოფილ თანაგუნდელს, რომელიც WRC-ში დაბრუნებული „ფოლკსვაგენის“ ლიდერია.

დუბაის პოლიციას „ლამბორგინიზე“ დასვამენ

Dubai police get Lamborghinis
16 აპრილი

ქალაქში, სადაც მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი დგას, ამიერიდან პოლიციის განკარგულებაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი სუპერ ავტომობილი ჩადგება. ქალაქის პოლიციის შეფის თქმით, ქალაქის ქუჩებში 400 000 დოლარად ღირებული ავტომობილების გამოჩენა, დუბაის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების იმიჯს კიდევ უფრო მაღლა ასწევს.

ახალ „ალპინს“ რეტრო ელემენტებიც ექნება

Renault Boss Says Alpine Sports Car Will Get 280Hp and Retro Styling Cues
16 აპრილი

სანამ „რენო“ ბაზარზე ბრენდ „ალპინს“ დააბრუნებს და მის პირველ სპორტულ ავტომობილს გამოიყვანს (სავარაუდოდ, ეს 2016 წელს მოხდება), დამკვიდრებას მოასწრებს „ალფა რომეოს“ კოხტა კომპაქტური სპორტული ავტომობილი 4C. ორივეს კი კონკურენცია „ლოტუს ელიზთან“ მოუწევს. მოკლედ, ძალიან შეზღუდული სეგმენტი თანდათან ივსება და კონკურენციის ერთობ დაძაბული მოედანი ხდება.

„ედმუნდსს“ „ლამბორგინი ვენენო“ არ მოეწონა

Lamborghini Veneno Named World’s Ugliest Car

16 აპრილი
საავტომობილო ბაზრის ავტორიტეტული ანალიტიკური კომპანია „ედმუნდსი“, ყველა დროის ყველაზე უშნო ავტომობილების სიას აქვეყნებს, რომლის ასეულსაც სათავეში „ლამბორგინის“ უახლესი ექსკლუზიური ავტომობილი „ვენენო“ ჩაუდგა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე შედგა და „ედმუნდსის“ ანალიტიკოსმა ჯონ პირლი ჰაფმანმა მას იქვე მსოფლიოს უმახინჯესი ავტომობილი უწოდა.

Monday, April 15, 2013

ლოების მონსტრი ბედაური პაიკს პიკისთვის

Meet Sébastien Loeb's Peugeot 208 T16 Pikes Peak Challenger
15 აპრილი
ფრანგული ლომები ისევ პაიკს პიკის დასაპყრობად ემზადებიან. ამისთვის შესანიშნავი მესაჭე ჰყავთ სებასტიან ლოების სახით. და მას შესაფერისი მანქანაც მოუმზადეს. „პეჟოს“ ეს ლეგენდარული რბოლა ორჯერ - 1988 და 1989 წლებში აქვს მოგებული. პირველად საჭესთან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფინელი არი ვატანენი იჯდა, მეორედ კი პაიკს პიკის ამერიკელი ლეგენდა, მისი რვაგზის გამარჯვებული რობი ანსერი. ტრიუმფატორი ავტომობილი კი „პეჟო 405 T16“ იყო.

რაიკონენს წინა ფრთის შეცვლა სურდა


15 აპრილი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ მას ჩინური რბოლის დროს, მანქანის დაზიანებული წინა ფრთის და ცხვირის შეცვლა სურდა, თუმცა ფინიშამდე ასეთი მანქანით ასპარეზობა მოუწია. ფინელმა პილოტმა თავისი მანქანა რბოლის დასაწყისშივე დააზიანა, როდესაც სერხიო პერესის გასწრების მცდელობისას მის „მაკლარენს“ უკნიდან შეეჯახა. ამ დროს, ფრთის რამდენიმე მომცრო ელემენტი და ცხვირის ნაწილი დაიმტვრა.

Sunday, April 14, 2013

ჯერჯერობით, შარშანდელი სცენარით

Red is the colour as Alonso wins in China
14 აპრილი
შეგვიძლია, გამარჯვებულთა ათვლა ახლავე დავიწყოთ, რადგან ჯერჯერობით, ეს სეზoნიც ისევე დაიწყო, როგორც შარშანდელი - პირველ სამ ეტაპზე, სამი გამარჯვებული ჰყავს. თანაც, სამივე სხვადასხვა გუნდიდანაა. ამჯერად კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ფერნანდო ალონსომ დაიკავა, ვინც დანარჩენებს შორის აშკარად გამორჩეული იყო და დამსახურებულადაც მოიპოვა გამარჯვება.

შეთხელებული პელოტონი და მაინც საინტერესო რბოლები


14 აპრილი
ბიძინაშვილი (74), აფხაზავა (12) და აფციაური (60)
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე სტარტი აიღო წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატმა. ეს მეორე სეზონია, რომელიც თავიდან აშენებულ თანამედროვე ტრეკზე ტარდება და სამწუხაროდ, შარშანდელ სეზნთან დაკავშირებით, გუნდების რაოდენობა შემცირებულია. მათი რიგების შეთხელება კი განსაკუთრებით კლას ლეჯენდსის პელოტონს შეეტყო, რომელიც იმის ნახევარიც აღარაა, რაც შარშან იყო. არადა, რბოლები ყველაზე საინტერესო სწორედ ამ კლასში იყო.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში. 14 აპრილი, ფორმულა ალფა, ფოტორეპორტაჟი

14 აპრილი

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში. 14 აპრილი, GT, ტურინგი, ფოტორეპორტაჟი

14 აპრილი

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში. 14 აპრილი, ლეჯენდსი, ფოტორეპორტაჟი

14 აპრილი