Wednesday, April 10, 2013

ნორვეგიაში „ნისან ლიფი“ პოპულარობით მე-13 ადგილზეა

Norwegians Embrace Nissan Leaf EV, the Country's 13th Best Selling Car in 2012
10 აპრილი

როგორც ჩანს, ნორვეგიელი ავტომობილისტები განსაკუთრებით არიან შეყვარებული ელექტრომობილ „ნისან ლიფზე“. ამას ადასტურებს ის სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, გასული წლის მონაცემებით, ამ ავტომობილს, ქვეყანაში გაყიდვების მოცულობით, მე-13 ადგილი უკავია. ნორვეგიაში „ნისან ლიფი“ 2011 წლის ოქტომბრიდან იყიდება და ამ დროში, 3300 ცალზე მეტია გაყიდული. შარშან კი 2 298 ცალი გაიყიდა.

უფრო საინტერესო კი ისაა, რომ „ნისანის“ გამაში, ეს ელექტრომობილი, მეორე ყველაზე გაყიდვადია პოპულარულ კომპაქტურ ქროსოვერ „ქაშკაის“ შემდეგ. თანაც, მათს გაყიდვების მოცულობებს შორის განსხვავება მხოლოდ 599 ცალი ავტომობილია. ჯერჯერობით, ეს თანამედროვე ელექტრომობილებისთვის საუკეთესო შედეგია.
მიმომხილველები ამ უცნაურ მოვლნას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. ჯერ ერთი, ნორვეგიელი ავტომობილისტები გარემოსადმი თავიანთ მზრუნველობას ავლენენ. მეორეც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ასეთი ძვირი ავტომობილის შესაძენად საჭირო ფინანსები გააჩნიათ. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ ელექტრომობილების მფლობელებს რიგი შეღავათები აქვთ. კერძოდ, მათ ქალაქში ავტობუსის სამოძრაო ზოლით სარგებლობის უფლება აქვთ, არ იხდიან გადასახადებს, არ აქვთ ენერგიის შევსების პრობლემა, რადგან მთელს ქვეყანაში 3500 დასამუხტი მოწყობილობა და 65 ცალი სწრაფად დასამუხტი სვეტი მუშაობს.
სხვათა შორის, ნორვეგია სპეციალური პროგრამის მონაწილეა, რომელიც ამ ქვეყინს გარდა, ფინეთში, დანიასა და შვედეთში, 200-200 ცალი სწრაფად დასამუხტი მოწყობილობისგან შემდგარი ქსელის შექმნას გეგმავს. 10 ცალ ასეთ სვეტს თავად „ნისანი“ დადგამს, რომელსაც ევროპის ქვეყნებში სულ 400 ცალი სწრაფად დასამუხტი მოწყობილობის დაყენება აქვს გადაწყვეტილი.
დაკიდევ, ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც მოქალაქემ ავტომობილის მართვის ლიცენზიის გამოცდა ელექტრომობილით ჩააბარა. რა თქმა უნდა, საგამოცდო ავტომობილი „ნისან ლიფი“ იყო. გამოცდის ჩამბარებელ პირს კი მანამდე არასდროს უტარებია შიდაწვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი.

No comments:

Post a Comment