Sunday, March 10, 2013

„ჰიუნდაიმ“ ჟენევაში გაუმჯობესებული i20 WRC წარადგინა

Updated Hyundai i20 WRC Looking Good for the Geneva Motor Show
10 მარტი
„ჰიუნდაი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დასაბრუნებლად ემზადება, რითაც თავისი იმიჯის კიდევ უფრო წამოწევას გეგმავს. კორეულ კომპანიას სარბოლი პროგრამისთვის, თავისი ევროპული შტოს მიერ შექმნილი სუბკომპაქტური ჰეჩბეკი i20 შეარჩია. „ჰიუნდაის“ დაბრუნება მომავალ სეზონში იგეგმება, მანამდე კი სარბოლ ავტომობილს უკვე სრულყოფის მეორე კურსი ჩაუტარდა, რისი შედეგიც ექსპო სენტერში მისულმა დამთვალიერებელმა იხილა.

პირველად კორეელებმა ეს ავტომობილი პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინეს, მას შემდეგ კი მოდიფიკაციის კურსი ჩაუტარეს. კერძოდ, დაიხვეწა საკიდარი, რომელიც უფრო ხისტი გახდა. ძარა კი აეროდინამიკური ელემენტებით აღიჭურვა, რომელთაგან პირველ რიგში, უკანა ზორბა ანტი ფრთაა აღსანიშნავი.


ავტომობილი შეიმუშავეს „ჰიუნდაის“ კვლევისა და განვითარების ცენტრში, რომელიც კორეის ნამიანში მდებარეობს. მისი სრულყოფა კი სპეციალურად, რალის პროგრამისთვის შექმნილ „ჰიუნდაი მოტორსპორტის“ ალენცაუს (გერმანია) ბაზაზე მიმდინარეობს. პროექტს ვეტერანი ინჟინერი მიშელ ნანდანი ხელმძღვანელობს, ვისაც „პეჟოსა“ და „სუზუკის“ WRC-ს პროგრამებში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ნანდანის თქმით, სარბოლი მანქანის სრულყოფის პროცესში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ძრავის ეფექტური გაგრილების მიღწევა იყო. შეიცვალა საკიდარის კინემატიკა, შასის სტრუქტურა კი გაძიერდა, რისი წყალობითაც ის უფრო მტკიცე გახდა. პარალელურად, ალცენაუში მიმდინარეობდა გამოცდილი პერსონალის მოზიდვა. გუნდის შეფის თქმით, პროექტი გეგმის შესაბამისად ვითარდება.
ჟენევაში ავტომობილის ტექნიკური მონაცემები არ გამოუქვეყნებიათ. თუმცა, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილი აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალამდე იქნება. ძრავს სრულამძრავიანი ტრანსმისია დაუკავშირდება.
„ჰიუნდაი“ თავისი სარბოლი i20 WRC-ს ტესტ პროგრამას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაატარებს. ტესტები წლის მეორე ნახევარში დაიწყება. პილოტებსაც მოგვიანებით შეარჩევენ.

No comments:

Post a Comment