Monday, March 25, 2013

„მერსედსის“ სისტემა FRIC - ჰიდროაქტიური საკიდარი


Mercedes F1 W04 - 'FRIC' system
25 მარტი
„მერსედესი“ რომ აქტიურ საკიდარს იყენებს, ამაზე უკვე მოგითხრეთ. მისი სისტემა რომ ტექნიკურ რეგლამენტს არ არღვევს, ესეც ყველა გუნდმა გააცნობიერა. ეგ კი არა, ზოგიერთი მათგანი მსგავს სისტემებზე უკვე მუშაობს კიდეც. მათ შორის არიან „ლოტუსი“ და „ზაუბერი“, თუმცა მოიყვანეს თუ არა თავიანთი სიახლე ჭკუაზე, ეს პადოკში ჯერ არ იციან, თავად ამ გუნდებს კი ამაზე სიტყვასაც ვერ დააცდევინებ.

სამაგიეროდ, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომელზეც სამქიმიანების სისტემის აბრევიატურა ზუსტადაა გაშიფრული და მისი მუშაობის ზოგადი პრინციპი - აღწერილი. კერძოდ, სისტემის სახელი FRIC ნიშნავს „ფრონტ ენდ რეარ ინტერ კონექტიდ“, ანუ წინა და უკანა საკიდარის ურთიერთკავშირი. ცნობილია ისიც, რომ ამ სისტემის მომართვა-რეგულირება დაახლოებით ისევე ხდება, როგორც სამუხრუჭე სისტემისა.
FRIC-ის დანიშნულება ისაა, რომ მანქანის გზის საფარისგან დაშორება, რაც შეიძლება მუდმივად შეინარჩუნოს. ამას კი ჯიდრავლიკურ სისტემაში, სამუშაო სითხის წინ და უკან მოძრაობით ახერხებს. ზუსტად როგორ ხდება ეს, ამას არავინ იტყვის. ფაქტი კი ისაა, რომ „მერსედესის“ ბოლიდს მოსახვევების გავლისას ნაკლები დახრა აქვს, რაც მოსახვევის გაცილებით სწრაფად გავლის საშუალებას იძლევა.

No comments:

Post a Comment