Tuesday, March 19, 2013

„შევი ვოლტი“ და „კადილაკ ELR“ სამცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება

Chevy Volt and Cadillac ELR May Get Three-Cylinder Engine in 2015
19 მარტი

„შევროლე ვოლტი“ და მისი პლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატი, ნამდვილი „მწვანე“ გადატრიალებაა „ჯენერალ მოტორსის“ ისტორიაში, რითაც ამერიკული გიგანტი, თავისი იმიჯის შეცვლას ცდილობს და საკმაოდ წარმატებითაც. ამ აგრეგატში ერთ-ერთი მთავარი პატარა, 1.4-ლიტრიანი შიდაწვის ძრავია, რომლის დანიშნულებაც, დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავება და ავტომობილის სვლის სიშორის გაზრდაა. მაგრამ ეს ყველაფერი „ვოლტის“ ფასს უსაშველოდ აძვირებს.

აღნიშნული შიდაწვის ძრავი სხვა დანიშნულებით შეიქმნა და „შევროლეში“ ის აარჩიეს, როგორც ჰიბრიდული სისტემისთვის ყველაზე შესაფერისი. მაგრამ მაინც ნაკლებად ეფექტურია. ამიტომ, როგორც ახლახანს გაირკვა, გენერლები მის შეცვლას აპირებენ. ახალ ჰიბრიდულ აგრეგატში სამცილინდრიან ძრავს გამოიყენებენ, რომელიც მნიშვნელოვნად მსუბუქიც იქნება. რაც შეეხება მუშა მოცულობას, განიხილება 1.0 და 1.2-ლიტრიანი ვარიანტები. სავარაუდოდ, ძრავი ტურბოკომპრესორით იქნება აღჭურვილი.


„ჯენერალ მოტორსი“ ახალ, სამ და ოთხცილინდრიანი ძრავების გამაზე მუშაობს, რომელთა მოცულობა 1.0-1.5 ლიტრის დიაპაზნში იქნება. ამ ძრავებზე ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მათი შემუსავების პროცესში, ამერიკული კომპანიის ჩინელი პარტნიორები მიიღებენ მონაწილეობას.
იმ შემთხვევაში, თუ „ვოლტის“ ჰიბრიდული აგრეგატი შეიცვლება, ახალ ჰიბრიდულ სისტემას მისი პრემიუმ ნათესავი „კადილაკ ELR-იც“ მიიღებს - ამ ორ ავტომობილს, ასევე „ოპელ/ვოქსოლ ამპერას“, ერთიდაიგივე ჰიბრიდული სისტემა ამოძრავებს. განახლებულ ავტომობილებს გენერლები პირველად 2015 წელს გვიჩვენებენ, მათი გაყიდვები კი შემდგომ წელს დაიწყება.

No comments:

Post a Comment