Sunday, March 17, 2013

„მერსედესი“ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილს არ გამოუშვებს

Mercedes rules out hybrid supercar, promises SLS successor
17 მარტი

ჟენევაში ახლახანს დასრულებული მოტორ შოუ, სუპერ ავტომობილების ნამდვილი ფესტივალი იყო. პალექსპოში სამი ყველაზე პრესტიჟული ბრენდის ფლაგმანების - „ლამბორგინი ვენენოს“, „მაკლარენ P1-ის“ და „ფერარი ლაფერარის“ პრეზენტაციები ჩატარდა. მათგან ბოლო ორი ჰიბრიდულ-ელექტრული აგრეგატებითაა აღჭურვილი. რა თქმა უნდა, ისინი გაცილებით მეტ ცხენის ძალებსაც ფლობენ, ვიდრე ჰიბრიდული ბაზრის ბესტსელერი „ტოიოტა პრიუსი“ და პლაგ-ინ ჰიბრიდული ბაზრის ლიდერი „შევროლე ვოლტი“.

ეს არამხოლოდ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებისადმი გაწეული ხარკია, არამედ უახლესი ტექნოლოგიების ათვისების საქმეში, ელიტარული ავტომობილების მწარმოებელთა ჩართვის პროცესის დასაწყისიც, რომელსაც ადრე თუ გვიან, ყველა შეუერთდება. თუმცა, ზგიერთი ჯერ ჭირვეულობს. ჯერჯერობით მათ შორისაა „მერსედეს-ბენცი“, რომელიც მწვანე ტექნოლოგიების ათვისებაში აქტიურობს, თუმცა თვლის, რომ სუპერებისთვის ჰიბრიდული ტექნოლოგიები საჭირო არაა...
სამქიმიანთა შვილობილი AMG-ს ავტომობილების შემუშავების დირექტორი ტობიას მიორსი ამბობს, რომ SLS AMG-ს შემდეგი თაობის ავტომობილი აუცილებლად გამოვა ბაზარზე, თუმცა ის მხოლოდ შიდაწვის ძრავებით აღიჭურვება. რა თქმა უნდა, კომპანია ამ მიმართულებით განვითარებას გააგრძელებს და ძრავების კონსტრუქციაში უფრო ინტენსიურად გამოიყენებს მსუბუქ მასალებს. ამ მიმართულებით განვითარების პირველი ნიმუში, ახლანდელი SLS AMG GT-ს (ფოტოზე) სპეცვერსია „ბლექ სერის“ იქნება, რომელიც საბაზო ავტომობილთან შედარებით, 70 კილოგრამით შემსუბუქდება.
მიორსი დასძენს, რომ მისი კომპანია, ჰიპერ ავტომობილების სეგმენტს სიამოვნებით უთმობს ისეთ მწარმოებლებს, როგორებიცაა „ფერარი“ და „მაკლარენი“. ის აღიარებს, რომ ამ კლასში „ფერარი“ და AMG სრულიად განსხვავებული ბრენდებია (მას რომც არ ეთქვა, ეს ისედაც ყველასათვის ცნბილია). ამიტომ, SLS-ის ჰიპერ ავტომობილების სეგმენტში გადანაცვლების და იქ დამკვიდრებულ გრანდებთან კონკურენციის მაგივრად, მისი კომპანია ახალ, უფრო დაბალი კლასის ავტომობილს გამოუშვებს, რომელსაც პრესაში ჯერჯერობით SLC-ის სახელით მოიხსენიებენ.

No comments:

Post a Comment