Monday, March 25, 2013

„მარუტი სუზუკი“ ინდოეთში ფსონს დიზელზე ჩადის


Maruti Suzuki Betting on Diesel in India With Plant Expansion
25 მარტი
ევროპასა და ამერიკაში „სუზუკი“ კარგი გაყიდვებით არ გამოირჩევა, ამერიკა დატოვა კიდეც, მაგრამ იაპონური ბრენდი ძალიან პოპულარულია. იმდენად პოპულარული, რომ თანაალიანსელ „მარუტისთან“ ერთად, ქალაქ მანესარის ქარხნის გაფართოებას გეგმავს. ეს ქარხანა ახლაც გიგანტურია - მისი წლიური წარმოების მოცულობა 1.5 მილიონია, რეკონსტრუქციის შემდგ კი 150 000-ით მეტის გამოშვებას შეძლებს.

ეს შესაძლებელი მესამე ამწყობი ხაზის დამატებით გახდება. პარალელურად, ძრავების ახალი ქარხანაც ამუშავდება. ამჟამად, კომპანია 1.3-ლიტრიან სერია მულტიჯეტის ძრავებს, „ფიატ ინდიასგან“ ღებულობს. მაგრამ დიზელის ძრავებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, მომხმარებლებს, სასურველი ავტომობილის შესაძენად დიდხანს ლოდინი უწევთ.
დიზელის საწვავის მოხმარების პარალელურად, მასზე ფასებიც იზრდება. და ვერავინ ამბობს გარკვევით, თუ როგორ იმოქმედებს ეს ფაქტორი დიზელისძრავიანი ავტომობილების გაყიდვებზე. საინტერესოა, რომ იტალიური კომპანიისგან მიღებულ ძრავებს იყენებენ ისეთ პოპულარულ ავტომობილებზე, როგორებიცაა ჰეჩბეკი „სვიფტი“ (ფოტოზე), მინივენი „ერტიგა“ და კომპაქტური სედანი „სვიფტ დზირი“.
რაც შეეხება 1.3-ლიტრიან მულტიჯეტს, მისი წარმოება პირველად ევროპაში, 2003 წელს დაიწყეს. მას „ფიატის“, „ლანჩას“ და „ალფა რომეოს“ ავტომობილებზე იყენებენ. იაპონური კომპანია ძრავის ყველაზე სუსტ ვერსიას იყენებს, რომლის სიმძლავრეც 75 ცხენის ძალაა. ძრავს ტურბინის ფრთების ფიქსირებული გეომეტრიის მქონე ტურბოკომპრესორი ემსახურება.

No comments:

Post a Comment