Saturday, March 30, 2013

კუბიცას მრჩეველები ლოები და ჰირვონენი იქნებიან

Robert Kubica to get advice from Sebastien Loeb on WRC debut
30 მარტი
 მალე, პორტუგალიის რალიზე, რობერტ კუბიცა პირველად იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს იქნება მისი პირველი რბოლა გრუნტიან გზაზე და ამ საქმეში მას გვერდში ეყოლება მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები. ახლახანს კუბიცამ კანარის რალიზე იასპარეზა და რბოლას ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ავარიის შემდეგ ასპარეზობას გამოეთიშა.
მაგრამ კანარის რბოლა ასფალტიან გზაზე იყო, პორტუგალიაში კი პოლონელ მრბოლს გრუნტზე ასპარეზობა მოუწევს. ასეთ გზაზე მას სარბოლ რეჟიმში მხოლოდ 60 კილომეტრი აქვს გავლილი და ბუნებრივია, დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის. ამიტომ, „სიტროენის“ გუნდის შეფი ივ მატონი ვარაუდობს, რომ კუბიცას რჩევები დასჭირდება. რჩევებისთვის კი ფრანგულ კომპანიას ორი ისეთი სუპერ მრბოლი ჰყავს, როგორებიც არიან სებასტიან ლოები და მიკო ჰირვონენი.
„როდესაც გრუნტზე ერთი-ორ წრეს გაივლის, აუცილებლად გაუჩნდება კითხვები. სები და მიკო კი ამ საქმეში ძალიან გამოცდილები არიან. თან, რბოლის განსხვებული სტილი აქვთ. არ ვამბობ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი ექნებათ, მაგრამ ბევრ საკითხში დახმარებას შეძლებენ და რობერტიც ბევრ დროს მოიგებს. ოღონდ, მანამდე რამდენიმე კილომეტრი უნდა გაიაროს, რომ გრუნტზე წარმოდგენა შეექმნას“, - ამბობს მატონი.
გრუნტი რომ მისთვის სრულიად ახალი გამოწვევაა, ამას კუბიცაც აღიარებს: „ჩემს ცხოვრებაში, გრუნტზე ძალიან იშვიათად მივლია და ეს რბოლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება“. სხვათა შორის, პორტუგალიაში ასპარეზობამდე, კუბიცა ფაფეს (პორტუგალია) რალისპრინტზე იასპარეზებს, რომელიც პორტუგალიის WRC-ს რბოლისწინა მოთელვაა ხოლმე.

No comments:

Post a Comment