Tuesday, March 19, 2013

„მერსედეს-ბენცი“ „რენოს“ ბაზაზე მინი ავტომობილს გამოუშვებს

Mercedes-Benz Reportedly Plotting Renault-Based X-Class Supermini in 2018
19 მარტი
„მერსედეს-ბენცის“ უახლესმა A-კლასმა ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლა და სეგმენტი, რომელიც მის ორ წინამორბედს ეკავა, ცარიელი დატოვა. არადა, მინი ავტომობილები ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოშიც, მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ბუნებრივია, ამ ნიშის ცარიელად დატოვება სამქიმიანებს არ აწყობთ, რადგან თუნდაც, ის მათთვის დიდად მოგებიანი არ იყოს, მაგრამ ცარიელი ადგილის დატოვებით, კონკურენტ კომპანიებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ, რაც საერთო ჯამში, შტუტგარტელთა ინტერესების საზიანოდ იმოქმედებს.
მოკლედ, გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედეს-ბენცს“უკვე გადაწყვეტილი აქვს მინი ავტომობილის გამოშვება, რომლითაც კონკურენციას „აუდი A1-სა“ და „ბეემვეს“ „მინის“ გაუწევს. მაგრამ სამწუხაროდ, ახალი ავტომობილი, რომელსაც ამ ეტაპზე X-კლასად მოიხსენიებენ, ბაზარზე მხოლოდ 2018 წელს გამოჩნდება.
„მერსედეს-ბენცი“ იმედოვნებს, რომ წლიურად დაახლოებით 100-150 ათას X-კლასს გაჰყიდს. რა თქმა უნდა, ავტომობილს მყიდველს სხვადასხვა ძარით და კომპლექტაციით შესთავაზებენ. სავარაუდდ, ამავე კლასის ქვე ოჯახში აუცილებლად შევა ქროსოვერი. ცნბისათვის, მალე სამქიმიანები A-კლასზე ბაზირებულ ქროსოვერ GLA-ს წარმოებას დაიწყებენ. ახალი ავტომობილის ბაზაისად, „მერსედეს-ბენცი“ თავის პარტნიორ „რენო-ნისანის“ სუბკომპაქტური პლატფორმის მოდიფიცირებულ ვერსიას გამოიყენებს. ამასთან, ძრავებს „კლიოსგან“ გაიზიარებს და გამას საკუთარი აგრეგატებითაც შეავსებს.
საინტერესოა, რომ X-კლასის საბაზო ღირებულება, 20 000 ევროზე დაბლა იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ გერმანულ კომპანიას, ახალი ავტომობილის შემუშავებასა და წარმოებისას ხარჯების დაზოგვა მოუწევს, რისთვისაც აუცილებლად მოუწევს პარტნიორების ხელთ არსებული ტექნოლოგიებით სარგებლობა.

No comments:

Post a Comment