Robert Kubica to compete in WRC2 in 2013 for
Citroen
4 მარტი
რობერტ კუბიცა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე
კატეგორიაში (WRC2), „სიტროენ DS3 RRC-თ“
(RRC
- რეგიონული რალის ავტომობილი) იასპარეზებს. ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტმა, წრიულ
რბოლებს ისევ რალი ამჯობინა. სწორედ რალის ტრასებზე შედგა უმძიმესი ავარიის შემდეგ
მისი დაბრუნება. პოლონელმა იტალიასა და საფრანგეთში რბოლების მოგებაც კი შეძლო.
კუბიცა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მხოლოდ შვიდ
ეტაპზე იასპარეზებს. თავის სეზონს კი ევროპის ჩემპიონატის ეტაპებზე გამოსვლით
დაიწყებს. 21-23 მარტს მონაწილეობას კანარის კუნძულების რალიზე მიიღებს, 11-14 აპრილს
კი რალის მსოფლიო ჩემპიონატის (WRC2) პროგრამით, პორტუგალიის
რალიზე გამოვა.
„სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი. ბევრი ვარიანტი
მქონდა და მათი გაანალიზების შემდეგ, ამაზე შევჩერდი. „სიტროენს“ დავუკავშირდი და
მათ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ძალიან მიხარია, რომ უმაღლესი დონის
რბოლებს ვუბრუნდები. კანარის კუნძლებზე ასპარეზობა ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იქნება.
მოუთმენლად ველი სტარტს. რაიმე მიზნებს არ ვისახავ. ძალიან ბევრი რამ მაქვს
სასწავლი, რაშიც ეს რბოლები გამომადგება“, - ამბობს კუბიცა.
„სიტროენის“ სარბოლო გუნდის შეფი ივს მატონი
დარწმუნებულია, რომ DS3 RRC კუბიცას რალის კარიერისთვის იდეალური დასაწყისი იქნება.
მანვე მადლობა გადაუხადა FIA-ს იმისათვის, რომ პოლონელის
მანქანაზე სიჩქარის გადასართავი ნიჩბის დაყენების უფლება მისცა. ეს ნიჩაბი საჭის
რგოლის მარცხენა მხარეს განლაგდება.
No comments:
Post a Comment