Wednesday, March 20, 2013

„მაზერატი“ „ლაფერარის“ საკუთარ ვერსიას გამოუშვებს


Maserati plots new supercar based on LaFerrari
20 მარტი
ბრიტანულ ჟურნალ „ქარ-ის“ ინფორმაციით, „მაზერატი“ თავის სუპერ ავტომობილ MC12-ს, რომელსაც უკვე 8 წელია აწარმოებს, ორ წელიწადში შეცვლის. ახალი ავტომობილი კი „ფერარის“ უახლესი „ლაფერარის“ ბაზაზე დამზადდება. ოღონდ, მისგან განსხვავებით, ახალი „მაზერატი“ ჰიბრიდული აგრეგატით არ აღიჭურვება. „მაზერატის“ სუპერ ავტომობილი „ლაფერარისგან“ შასის, საკიდარს და ელექტრონიკას მიიღებს. თუმცა, ეს ორი ავტომობილი გარეგნულად განსხვავებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ MC12 „ფერარი ენცოს“ სახეშეცვლილი ვერსია იყო. ამ შემთხვევაში კი განსხვავება ორ მონათესავე ავტომობილს შორის მეტი იქნება. აგრეგატის მხრივ, „მაზერატის“ ასარჩევად აქვს საქმე - დასჯერდეს „ლაფერარის“ 6.3-ლიტრიან V12-ს, რომლის სიმძლავრეც 789 ცხენის ძალაზე ნაკლები იქნება, თუ საკუთარი 3.8-ლიტრიანი V8 ამჯობინოს, რომელსაც ორის ნაცვლად, ოთხი ტურბოკომპრესორი ექნება. ამ შემთხვევაში, ძრავის სიმძლავრე 523-დან 900 ცხენის ძალამდე გაიზრდება.
ისე კი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც ძრავით აღიჭურვება, ნებისმიერ შემთხვევაში, „მაზერატის“ სუპერ ავტომობილი, რომელსაც შეიძლება პირობითად „ლამაზერატი“ შეიძლება ვუწოდოთ, დინამიკური მაჩვენებლით, მარანელოელთა სუპერ კვიცს კონკურენციას ვერ გაუწევს - ეს შიდაკორპორატიული პრინციპების დარღვევა იქნებოდა.
რამდენადაც „მაზერატი“ ჰიბრიდისთვის საჭირო ელემენტების ბლოკით არ აღიჭურვება, ის „ლაფერარიზე“ (1255 კილოგრამს იწონის) მსუბუქიც უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, დიზაინერების ამოცანა იქნება, რომ ავტომობილს ჰაერისადმი ნაკლები წინააღმდეგობა ჰქონდეს. „ლაფერარის“ შემთხვევაში, მთავარი მიზანი, აეროდინამიკური დატვირთვის ჩაჭიდების გასაზრდელად გამოყენება იყო. არაა გამორიცხული, რომ ახალი ავტომობილი, კონცეპტუალური „ბირდქეიჯის“ სტილში შესრულდეს, რომელიც „პინინფარინამ“ 2006 წელს შეიმუშავა.
სავარაუდოდ, „მაზერატი“ მხოლოდ 50 ცალ სუპერ ავტომობილს დაამზადებს. ამგვარად, ის „ლაფერარიზე“ ექსკლუზიური ავტომობილი იქნება. თუმცა, ფასით მასთან ახლოსაც ვერ მივა...

No comments:

Post a Comment