Saturday, March 9, 2013

„ქოროსი“ - ჩინურ-ებრაული ალიანსი ევროპას უტევს

Fledgling Chinese-Israeli Automaker Qoros Makes World Debut in Geneva
9 მარტი
„ქოროსი“ სრულიად ახალი კომპანიაა. 2007 წელს ის ჩინურმა „ჩერიმ“ და ებრაულმა „ისრაელ კორპორეიშნმა“ ჩამოაყალიბეს (ეს უკანასკნელი პროექტ „ბეტერ პლეისშ“ მონაწილეობითაა ცნობილი) და მიზნად ევროპულ ბაზარზე შეღწევა და ფეხის მოკიდება დაისახეს. და აი, ჟენევის მოტორ შოუზე, „ქოროსის“ პირველი სამი პროდუქტი გამოჩნდა, რომელთაგან ერთი სერიულია, ორი კი - ჯერ კონცეპტუალური, თუმცა წარმოებისთვის ორივე პრაქტიკულად მომზადებულია.

საინტერესო ფაქტი: როგორც წესი, ბაზარზე სრულიად ახალი კომპანიის სრულიად ახალი მოდელის გამოსვლას, ათი წელი სჭირდება ხოლმე. „ქოროსს“ კი ამისათვის ხუთი წელი ეყო. ოღონდ, რა თქმა უნდა, უკვე არსებული ტექნოლოგიები და საწარმოო ხაზები გამოიყენა. ზემოთ ნახსენები სერიული ავტომობილი სედანი „ქოროს 3 სედანია“, დანარჩენი ორი კი, ამავე ავტომობილის ბაზაზე შექმნილი უნივერსალი (ქოროს 3 ესტეტი) და ქროსოვერი (3 ქროს ჰაიბრიდ). სახელით ალბათ მიხვდთ, რომ ქროსოვერი ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი.


სედანისთვის „ქოროსს“ მომზადებული აქვს ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ატმოსფერული და ტურბო ძრავები. მათი მონაცემები ჟენევაში არ გამოქვეყნებულა. ძრავს მექანიკური, ან ნახევრად ავტომატური კოლოფი უწყვილდება. ამ უკანასკნელს ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. რაც შეეხება ჰიბრიდულ აგრეგატს, მასზე კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა.


მართალია, „ქოროსმა“ თავისი ავტომობილები პირველად ჟენევაში გვიჩვენა, მაგრამ სედანსაც და დანარჩენ ორსაც გასაყიდად პირველად ჩინეთში, შემდეგ კი ევროპაში გაიტანს. ჩინურ-ებრაული კომპანია უყურადღებოდ არც ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარს დატოვებს, თუმცა მასთან დაკავშირებულ გეგმებს მომავალში გამოაქვეყნებს. სხვათა შორის, კომპანიამ გამოაცხადა, რომ ყოველ ექვს თვეში, ბაზარზე თითო ახალ ავტომობილს გამოიტანს.


დაბოლოს, ერთი საინტერესო ფაქტი: „ქოროსმა“ მენეჯერები და ინჟინრები ისეთი კომპანიებიდან გადაიბირა, როგორებიცაა „ბეემვე“, „ჯენერალ მოტორსი“, „იაგუარ ლენდ როვერი“, „სააბი“, „ვოლვო“...

No comments:

Post a Comment