Tuesday, March 26, 2013

მასას სჯერა, რომ გამარჯვებასთან ახლოსაა


Felipe Massa believes he is on the brink of ending winless F1 run
26 მარტი
ფელიპე მასა დარწმუნებულია, რომ ამ სეზონში შეძლებს გამარჯვების გემოს გახსენებას. ამის იმედს კი „ფერარის“ მანქანის კონკურენტუნარიანობა აძლევს. მასას ბოლო გამარჯვება 2008 წლის ბრაზილიის დიდ პრიზზე აქვს მოპოვებული, მაგრამ მას შემდეგ, ფერნანდო ალონსოს ჩრდილში იმყოფება. მის შედეგებზე უარყოფითი გავლენა ყველაზე მეტად იმ მძიმე ავარიამ მოახდინა, რომელიც 2009 წლის უნგრული რბოლის კვალიფიკაციაზე მოუვიდა.

გასულ სეზონში ის რეალურად დადგა „ფერარიში“ ადგილის დაკარგვის საშიშროების წინაშე. და სწორედ მას შემდეგ გამოასწორა შედეგები. უფრო მეტიც, უკვე ოთხი ეტაპია (გასული სეზონის ბოლო ორი ეტაპის ჩათვლით), კვალიფიკაციაზე ესპანელ თანაგუნდელს სჯობნის კიდეც. ამ სეზონის პირველი ორი ეტაპის შემდეგ კი მასზე წინაც კია, რაც მათი თანაგუნდელობის სამი სეზონის განმავლობაში, პირველად ხდება.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ კითხვაზე, როგორ გრძნობს, მიუახლოვდა, თუ არა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს, მასა პასუხობს: „რა თქმა უნდა. ახლა საკუთარი ძალების რწმენა ყველაზე მეტად მჭირდება და მე ეს რწმენა მაქვს. არ ვფიქრობ, რომ მალაიზიაში ის მანქანა გვქონდა, რომლითაც მოგება შეიძლებოდა. მაგრამ საერთო ჯამში, ის საკმაოდ კონკურენტუნარიანია იმისათვის, რომ კვარცხლბეკზე ასვლა შევძლოთ. დარწმუნებული ვარ, თუ ამ მიმართულებით განვითარებას გავაგრძელებთ, მაშინ არამხოლოდ რბოლების, არამედ ტიტულისთვის ბრძოლასაც შევძლებთ“.
ბრაზილიელის თქმით, მალაიზიაში მას რბოლა საბურავების იმ კომპლექტმა გაუფუჭა, რომლითაც სტარტი აიღო. მართალია, სტარტზე პირველ რიგში იდგა, მაგრამ საბურავების გამო, მალე ათეულს მიღმა ამოყო თავი, საბოლოოდ კი ფინიშს მეხუთემ მიაღწია.
„კარგი რბოლა იყო. დასაწყისში საბურავების პრობლემა რომ არა, სულ სხვა შედეგი მექნებოდა. კვარცხლბეკზე ასვლის გაცილებით მეტი შანსი მექნებოდა. მაგრამ მთავარია, რომ ქულები წამოვიღე და თუ საბურავების პირველ კომპლექტს გავიხსენებ, მეხუთე ცუდი შედეგი არაა“, - დასძენს მასა.

No comments:

Post a Comment