Saturday, March 9, 2013

„ლამბორგინი ვენენო“ მხოლოდ სამისთვის (ვიდეო)


Lamborghini's outrageous Veneno
9 მარტი
ჟენევის ავტოგამოფენის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც „ლამბორგინის“ შეფი შტეფან ვინკელმანი შეგვპირდა, ჟენევაში რაღაც განსაკუთრებულს გიჩვენებთო, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს „რაღაც“, მართლა არაამქვეყნიური ქმნილება იქნებოდა. პირველი დანახვისას კაცმა შეიძლება ისიც იფიქროს, რომ იტალიურმა კომპანიამ ეს მართლა მონსტრი, სახელად „ვენენო“, რომელიმე ბლოკბასტერში გადასაღებად შექმნა.

მეორე მხრივ, „ვენენო“ სახმელეთო სტელსის ტიპის გამანადგურებელსაც მოგაგონებთ. მართალია, ელერონებით და სხვა აეროდინამიკური ელემენტებითაა გადატვირთული, რაც „უჩინარი“ გამანადგურებლებისთვის დამახასიათებელი არაა, მაგრამ ზერელე თვალის შევლებით მაინც სტელსი გაგახსენდებათ. თუმცა, როცა გაირკვა, რომ „ვენენო“ სერიული „ავენტადორის“ ბაზაზეა შექმნილი, სტელსთან მსგავსებით გაკვირვებაც ჩაცხრა - ეს უკანასკნელიც ხომ ნამდვილი გამანადგურებელია.
გამანადგურებლის თემას და მასთან ერთად, „ლამბოს“ ტრადიციასაც, სახელი „ვენენო“ აგრძელებს - ეს სახელი გასული საუკუნის დასაწყისში, საბრძოლო ხარს ეკუთვნოდა, რომელმაც ცნობილი მატადორი შეიწირა. სხვათა შორის, სიტყვა ვენენო ესპანურად თურმე შხამს ნიშნავს. მოკლედ, სახელი ავტომობილის გარეგნობას კარგად ახასიათებს...
„ლამბორგინიმ“ „ვენენო“ თავისი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს მიუძღვნა და ეს სულაც არ არის კონცეპტუალური ავტომობილი. როგორც ირკვევა, იტალიური კომპანია მხოლოდ სამ ცალ „შხამიანს“ გამოუშვებს და სამივეზე შეკვეთა უკვე მიღებული აქვს. ფასიც ალბათ უკვე იცით (ჟენევური შოუს გახსნამდე ამ ავტომობილზე გაკვრით უკვე მოგიყევით) – 3.0 მილიონი ევრო. და დარწმუნებული ბრძანდბოდთ, როდსაც შეკვეთას იძლეოდა, მყიდველს ფასი არ ეცოდინებოდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ტიპის ავტომობილის ფასს, მისი ტირაჟი განსაზღვრავს.
რაც შეეხება „ვენენოს“ აღჭურვილობას, ის მთლიანად „ავენტადრისგან“ მიიღო. მთავარი აგრეგატი ისევ 6.5-ლიტრიანი V12-ია, რომელიც 740 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, სუპერ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 354 კმ/სთ-ს აღწევს.
ვიდეო

No comments:

Post a Comment