Tuesday, March 19, 2013

„ლენდ როვერი“ თავის ყველაზე პატარა ავტომობილს ქმნის

Land Rover
19 მარტი
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლენდ როვერი“ თავის ისტორიაში ყველაზე პატარა ავტომობილის გამოშვებას აპირებს, დროდადრო გამოჩნდება ხოლმე საავტომობილო და სხვა პროფილის ვებგვერდებზე. ოფიციალურად ჯერ ეს დადასტურებული არაა. თუმცა ახლახანს, ეს თემა ინდურმა ბიზნეს ტელეარხმა CNBC-TV18-მაც წამოსწია, რომელმაც კომპანიიდან მიღებულ წყაროზე დაყრდნობით გვაუწყა, რომ „იაგუარ ლენდ როვერი“ უკვე მუშაობს ასეთ ავტომობილზე.

ახალ ავტომობილზე ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს, გავრცელებული ვერსიით, გარეგნულად ის კონცეპტუალური „ლენდ როვერ DC100-ის“ სტილში შესრულდება. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ეს კონცეპცია, სრულიად ახალი „დიფენდერის“ წინამორბედი უნდა ყოფილიყო. მაგრამ შემდეგ დაიწერა, რომ ასე არაა და ახალ „დიფენდერს“ განსხვავებული დიზაინით შეასრულებენ.
ინდური ტელეარხის ინფორმაციით, ახალ ავტომობილზე მუშაობა ბრიტანეთში მიმდინარეობს და ამ პროცესში „ტატა მოტორზის“ (იაგუარ ლენდ როვერი ინდური კომპანიის ჯგუფში შედის) სპეციალისტებიც არიან ჩართულნი. ვარაუდით ცნობილია, რომ ახალი ავტომობილის საბაზო აღჭურვილობაში შევა ძრავი, რომლის მუშა მოცულობა დაახლოებით 2.0 ლიტრი იქნება.
არაა გამორიცხული, რომ ეს ავტომობილი ბრიტანეთის გარდა, ინდოეთშიც აწარმოონ. ამის მიზეზი ისაა, რომ ხელმისაწვდმი ფასის გამო, ის კარგად უნდა გაიყიდოს განვითარებად ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი და ჩინეთი. ამავე ავტომობილს ბრაზილიასა და ახლო აღმოსავლეთშიც შეიტანენ. არაა გამორიცხული, რომ პატარა „ლენდ როვერი“, ჩინურ „ჩერისთან“ ერთად, ცისქვეშეთშიც გამოუშვან.

No comments:

Post a Comment