Sunday, March 3, 2013

„პინინფარინა სერჯო“ - დიდი დიზაინერის საპატივცემულოდ

Pininfarina Previews Sergio Tribute Speedster Concept
3 მარტი

„პინინფარინას“ მორიგი კონცეპტუალური ავტომობილი, ლეგენდარულ სერჯო პინინფარინას ხსოვნას ეძღვნება, ვინც იტალიურ ატელიეს 40 წელი ხელმძღვანელობდა და რომელიც შარშან გარდაიცვალა. ავტომობილს ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ. დღეს კი „პინინფარინამ“ ან ავტომობილის ესკიზი გაგვაცნო.

სამუშაო ესკიზზე გამოსახულია ორადგილიანი როდსტერი, რომელსაც არც საქარე შუშა გააჩნია და არც გარე სარკეები. უფრო მეტიც, ესკიზზე ისე ჩანს, რომ კარიც კი არ აქვს. მანქანას მხოლოდ ერთი, უკანა საყრდნი აქვს, რომელიც სალონზეა „წამოხურული“ და სავარძლების საკისრეებს აღწევს.
„სერჯოს ნიჭის და გაწეული სამუშაოს აღსანიშნავად, ჩვენ ამ ავტომობილს მისი სახელი შევარქვით. ეს კონცეპტი, სერჯოს ფანქრით შექმნილი ექსტრაორდინარული ნამუშევრების სულისკვეთებას გამოხატავს და ამ ყველაფერს, თანამედროვე ხედვით წარმოგვიდგენს, რომელშიც ექსკლუზიურობა, ინოვაციურობა და ვნებები არის შერწყმული“, - ნათქვამია „პინინფარინას“ განცხადებაში.
კონცეპტუალური „სერჯოს“ შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას „პინინფარინა“ ჟენევის მოტორ შიუზე გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment