Wednesday, March 20, 2013

„ჯილეტი“ შეიძლება „მაკლარენის“ ტიტულოვანი სპონსორი გახდეს


Gillette could be new McLaren title sponsor - report
20 მარტი
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „მაკლარენთან“ პარტნიორობას, მისი სატიტულო სპონსორი, სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ვოდაფონი“ წყვეტს, პრესაში გაჩნდა ვერსიები მისი შემცვლელების შესახებ. მათგან ერთია მექსიკური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ტელმექსი“, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, მექსიკელ კარლოს სლიმს ეკუთვნის. „მაკლარენით“ მისი დაინტერესება რეალურად ჩანს, რადგან „ტელმექსი“ და სლიმი ბრიტანული საჯინიბოს მექსიკელ ახალწვეულ სერხიო პერესის მხარდამჭერები არიან.

გერმანული გამოცემა „ავტო მოტორ უნდ შპორტი“ კი გვატყობინებს, რომ „მაკლარენის“ მანქანებზე „ვოდაფონის“ წარწერებს, საპარსი საშუალებების ამერიკული გიგანტ „ჯილეტის“ ლოგოები შეცვლის. აღსანიშნავია, რომ „ჯილეტის“ ბრაზილიური შტო (ეს კომპანია ბრაზილიის ბაზარზე თავისი სეგმენტის ლიდერია) ახლახანს ბრუნ სენას აფინანსებდა, რომელიც ფ1-ში „უილიამსის“ და „ლოტუსის“ მანქანებით ასპარეზბდა.
თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია. პერესის აღიარებით, მას სურდა, რომ „ტელმექსი“ „მაკლარენის“ სატიტულო სპონსორი ამ სეზონშივე გამხდარიყო, მაგრამ იმის გამო, რომ მექსიკურ კომპანიას კონტრაქტი „ზაუბერთან“ აკავშირებს, უოკინგელების ბანაკში გადასვლა ჯერ ვერ მოხერხდა. თუმცა, მექსიკელი პილოტი იმედოვნებს, რომ მომავალი სეზონიდან, „ტელმექსის“ საფირმო ლურჯი ფერი მის მანქანაზეც გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment