Tuesday, March 19, 2013

„პორშეს“ ისტორიაში საუკეთესო წელი


2012 Best Year in Porsche’s History
19 მარტი
„პორშემ“ გამოაცხადა, რომ შარშან 143 096 ავტომობილი გაჰყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წინა წლის გაყიდვების მოცულობას 22 პროცენტით სჭარბობს. ყველაზე მეტად, 911-ის გაყიდვები გაიზარდა. ეს ავტომობილი სულ 26 203 ცალი გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 49 პროცენტით მეტია. რა თქმა უნდა, ასეთი ზრდა, ბაზარზე ახალი 911-ის გამოსვლამ განაპირობა.

თუმცა, ლეგენდარული ავტომობილი მაინც ვერ გახდა „პორშეს“ ყველაზე გაყიდვადი მოდელი. მასზე გაცილებით მეტი, 77 822 ცალი ქროსოვერი „კაიენი“ გაიყიდა (ზრდა 30 პროცენტი), რომელიც ბაზარზე თავისი გამოსვლის მომენტიდან, „პორშეს“ ბესტსელერია. აღსანიშნავია, რომ ეს „კაიენის“ არსებობის განმავლობაში, საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ამ ავტომობილზე, „პორშეს“ გაყიდვების ნახევარზე მეტი მოდის.
გაყიდვების მოცულობით, მეორე ადგილზე სედანი „პანამერა“ დგას, რომელიც 27 331 ცალია გაყიდული. მხოლოდ 10 126 ცალი გაიყიდა გერმანული კომპანიის ყველაზე იაფი ავტომობილი „ბოქსტერი“, თუმცა მისი გაყიდვების მტება შთამბეჭდავია - 66 პროცენტი. ყველაზე ნაკლები, 1 614  ცალი კი „ბოქსტერის“ კუპესძარიანი ტყუპისცალი „კაიმანია“ გაყიდული. ამის მიზეზი ის იყო, რომ მყიდველი ბაზარზე ახალი „კაიმანის“ გამოსვლას ელოდა.
ჩრდილოეთ ამერიკა ცუფენჰაუზენელთა ყველაზე დიდი ბაზარია. იქ გაყიდველი 34 პროცენტით, 39 192 ავტომობილამდე გაიზარდა. შემდეგია ჩინეთი (ჰონ კონგის ჩათვლით), სადაც „პორშემ“ 33 590 ავტომობილი გაჰყიდა (ზრდა 32 პროცენტი). ევროპაში, გერმანიის გამოკლებით, 31 094 „პორშეა“ გაყიდული (ზრდა 8 პროცენტი). საშინაო ბაზარზე მხოლოდ 16 090 ავტომობილია (ზრდა 16 პროცენტი), დანარჩენ მსოფლიოში კი - 23 130 (ზრდა 19 პროცენტი).
საერთო ჯამში, „პორშემ“ შარშან 151 999 ავტომობილი გამოუშვა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 19 პროცენტით მეტია. შემოსავალმა 13.9 მილიარდ ევროს (პლიუს 27 პროცენტი) მიაღწია, საოპერაციო მოგებამ - 2.44 მილიარდს (პლიუს 19 პროცენტი). რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია „პორშეს“ ქარხნებში დასაქმებულთა რაოდენობამ. მათი რიცხვი 17 502-მდე გაიზარდა.

No comments:

Post a Comment