Thursday, March 14, 2013

ფეტელმა თავისი ახალი ბოლიდი მონათლა

Vettel calls 2013 car 'Hungry Heidi'
14 მარტი
„მშიერი ჰეიდი“ - ეს მეტსახელი შეარქვა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა თავის ახალ ბოლიდს, რომლითაც ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს. მანქანას ეს სახელი ფეტელმა და მისმა ინჟინერ-მექანიკოსთა გუნდმა RB9-ს მელბურნში, სტეიკჰაუს „ვლადოში“ ვახშმობისას შეარქვეს.

ფორმულა ერთის მოყვარულებმა იციან, რომ ფეტელს ჩვევად აქვს თავისი სარბოლი ავტომობილებისთვის მეტსახელების შერქმევა. თანაც, ამისთვის ქალის სახელებს ირჩევს. გერმანული პრესის ინფორმაციით, RB9-ის მეტსახელი, მოდელ ჰეიდი კლუმს უკავშირდება, ვისაც ოდსღაც, „რენოს“ ბოს ფლავიო ბრიატორეთან ჰქონდა ურთიერთობა.
„ისიბი (კლუმი და ფეტელი) ერთმანეთს არც იცნობენ, თუმცა ეს სასიამოვნო შეხებაა“, - ამ ამბის კომენტირება უკვე მოასწრო კლუმის მამა გიუნტერმა. ფეტელისთვის წინა სამი „მეგობარი ქალი“ წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ოღონდ მათ უფრო ალერსიანი სახელებიც ჰქონდათ...
სანამ ჩემპიონი და მისი გუნდი ახალ ბოლიდს ნათლავდნენ, „რედ ბულის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა ფერნანდო ალონსოსა და ლუის ჰამილტონის ფეტელისადმი (თითქმის) აგდებულ დამოკიდებულებაზე ილაპარაკა - ისინი მუდმივად იმეორებენ, რომ მთავარ მეტოქედ ერთმანეთს მიიჩნევენ და სიტყვაც კი არ დასცდებათ ხოლმე ფეტელზე, რომელმაც ბოლო სამი სეზონის ტიტული მოიპოვა.
„რატომღაც, ისინი სებასტიანს მუდმივად იგნორირებენ. მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რასაც ფეტელმა მიაღწია, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა ფ1-ში“, - ამბობს ჰორნერი.

No comments:

Post a Comment