Tuesday, March 12, 2013

ლიმუზინი „ლამბორგინი ავენტადორის“ ბაზაზე (ვიდეო)

UK Company Fantasizes Turning Lamborghini Aventador Into a Stretch Limo…
12 მარტი

ვისთვის იქმნება სპორტული სუპერ ავტომობილები? მათთვის, ვისაც ადრენალინი და ექსტრემალური სიჩქარე იზიდავს. და ვისთვისაა ლიმუზინები? მაღალი რანგის მენეჯერების, პრეზიდენტების და საზეიმო ცერემონიებისთვის. და რა საჭიროა ამ ორის ნაზავი? ძნელი სათქმელია...



ბრიტანულმა კომპანია „ქარზ ფორ სტარზმა“, სწორედ ამ ორის ნაზავის პროექტი შეიმუშავა. უფრო სწორედ, ლიმუზინის დამზადება „ლამბორგინი ავენტადორის“ ბაზაზე გადაწყვიტა. როგორც ფოტოებზეც ჩანს, ბრიტანულმა კომპანიამ შეინარჩუნა სანტ’აგატა ბოლონეზელთა ფლაგმანის სტილი. შეცვალა მისი ბაზა და სიგრძე. რა თქმა უნდა, სალონიც, რომელში შესაღწევადაც, მანქანას ორის ნაცვლად ოთხი კარი ექნება. თანაც, ოთხივე „ლამბოს“ სტილში იღება.


სალონში ორადგილიანი სავარძლები, რომლებიც გამათბობლებითაა აღჭურვილი, ერთმანეთის მიმართ 90 გრადუსით განლაგდება. მათ წინ კი ნამდვილი ბარი მოეწყობა, რათა მგზავრებს მხიარული ვოიაჟის საშალება ჰქონდეთ. იქვეა მაცივარი და პლაზმური ტელევიზორი. მოკლედ, ისიამოვნეთ!..


რაც შეეხება აღჭურვილობას, „ქარზ ფორ სტარზი“ ამ პროექტის განხორციელებას მართლა გადაწყვეტს, ავტომობილის მამოძრავებლად „ავენტადოორის“ 6.5-ლიტრიან V12-ს დატოვებს, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძალაა. ის სალონ-ბარის უკან მოთავსდება. ოღონდ, მისი ცხენების რემა ავტომობილს ისეთივე დინამიკით ვეღარ უზრუნველყოფს, როგორითაც „ავენტადორს“ აღტაცებაში მოვყავართ (ადგილიდან ასი 2.9 წამში და მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ).
ამ პროექტის განსახორციელებლად, „ქარზ ფორ სტარზი“ პარტნიორს ეძებს. მთავარი ინტერესი ფინანსების მოპოვებაა. ბრიტანული კომპანია აცხადებს, რომ ლიმუზინის სახელში პარტნიორის სახელიც შევა. ამასთან, პარტნიორს ამ ავტომობილით ერთი წლის განმავლობაში უფასო რეკლამას პირდებიან...


ვიდეო

No comments:

Post a Comment