Monday, March 11, 2013

„რეინჯ როვერ სპორტი“ ნიუ იორკის ავტო შოუმდე გაგვეცნობა

All-New Range Rover Sport to Debut Just Before the 2013 New York Auto Show
11 მარტი
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ სრულიად ახალ „რეინჯ როვერ სპორტს“, მის ნიუ იორკულ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნობს. ამის გამოცხადების პარალელურად, ბრიტანულმა კომპანიამ ახალი ავტომობილის ვიდეო ტიზერიც გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ ამზადებენ ახალ „სპორტს“ ნიუ იორკში გასამგზავრებლად.


ახალი „რეინჯ როვერ სპორტის“ მსოფლიო პრემიერა 26 მარტს გაიმართება. მათთვის კი, ვინც ნიუ იორკში გამგზავრებას ვერ ახერხებს, „ლენდ როვერი“ სპეციალურ ვებ გვერდს გახსნის, რომელზეც პრეზენტაციის პირდაპირ ტრანსლაციას გადასცემს და მისი ხილვის საშუალება მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.
„რეინჯ როვერ სპორტი“ იმავე ალუმინის მზიდ სტრუქტურაზეა ბაზირებული, რომელზეც უახლესი „რეინჯ როვერი“. ამგვარად, მასაც მსუბუქი და მტკიცე აგებულება აქვს. აღჭურვილობაც მსგავსია. სამაგიეროდ, „სპორტი“ უფრო აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა. ამ მხრივ განსაკუთრებით მისი წინა და უკანა ნაწილები გამოირჩევა.საქარე შუშა მნიშვნელოვნადაა დახრილი, რაც ავტომობილის აეროდინამიკას და დინამიკურ მახასიათებლებს აუმჯობესებს.
საინტერესოა, რომ პრეზენტაციის პარალელურად, მოეწყობა რამდენიმე „რეინჯ როვერ სპორტის“ გარბენი მანჰეტენზე. ცნობისათვის, მსოფლიოს უდიდეს მეტროპოლიებს შორის, ყველაზე მეტ „რეინჯ როვერს“ და მის სპორტულ ვერსიას ყიდულობენ...

No comments:

Post a Comment