Tuesday, March 26, 2013

„ფორდმა“ „მუსტანგის“ 50 წლის იუბილეს სპეციალური ლოგო მიუძღვნა


Ford Reveals Special Logo to Commemorate Mustang's 50th Anniversary
26 მარტი
„მუსტანგი“ უდაოდ „ფორდის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელი, მისი სიმბოლოა და ბუნებრივია, ცისფერი ოვალი მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. სწორედ ამიტომ, ამ მასქლ ქარის 50 წლის იუბილეს სპეციალური ლოგო მიუძღვნა. ოღონდ, ამ ლოგოს გამოყენება მარტო ავტომობილებისთვის არაა განკუთვნილი. მას სხვადასხვა ნაწარმზე დაიტანენ, ისეთებზე, როგორებიცაა ტანსაცმელი, საათები, სათამაშო ავტომატებიც კი.

საიუბილეო ლოგოს შესაქმნელად, „ფორდმა“ კონკურსი ჩაატარა, რომელსაც კომპანიის მთავარმა დიზაინერმა ჯეი მეისმა უხელმძღვანელა. გამარჯვებულად დიზაინერ მაიკლ ტომპსონის ნამუშევარი გამოცხადდა, რომელიც თქვენს წინაშეა.
„ფორდს“ უკვე 50-ზე მეტ კომპანიასთან აქვს გაფორმებული კონტრაქტები, რომლებიც საიუბილეო ლოგოთი სპეციალურ პროდუქციას გამოუშვებენ. ამ პროდუქტებს ამერიკული კომპანია, თავის ახალ პარტნიორებთან ერთად, დროდადრო გაგვაცნობს. „მუსტანგის“ იუბილე კი 2014 წლის 17 აპრილს ჩატარდება. სავარაუდოდ, ამ ღონისძიებაზევე ვნახავთ სრულიად ახალ „მუსტანგს“. „ფორდი“ აცხადებს, რომ იუბილის აღნიშვნას ერთი წლით ადრე, ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუზე დაიწყებს, სადაც სპეციალური წვეულება გაიმართება.

No comments:

Post a Comment