Tuesday, February 5, 2013

„რენო სცენიკ XMOD“ მინივენი ქროსოვერის სტილში

Renault's New Crossover-Inspired Scenic XMOD
5 თებერვალი

„რენომ“ კომპაქტურ მინივენ „სცენიკის“ ბაზაზე ქროსოვერი შექმნა, სახელად „სცენიკ XMOD“, რომლის პრემიერაც ჟენევის მოტორ შოუზე იგეგმება, თუმცა მის შესახებ მცირე ინფორმაცია ინტერნეტით უკვე გაავრცელა. ახალი ავტომობილი, ზოგ ბაზარზე „სცენიკის“ მინი ოჯახს შეავსებს, ზოგან კი, მაგალითად ბრიტანეთში, მინივენს ჩაანაცვლებს.

უგზოობის ვერსია XMOD, განახლებული „სცენიკის“ პლატფორმაზეა ბაზირებული. რაც მთავარია, გზის საფარიდან უფრო დაშორებულია. გარდა ამისა, ის ქროსოვერს ზოგიერთი გარეგნული ნიშნითაც ჰგავს. ჩვეულებრივი „სცენიკისგან“ მას რადიატორის მოყვანილობა, ბამპერები, რომლის გაგრძელებაზეც, პლასტიკისგან დამზადებული დეტალები ბორბლების თაღებს აკრავს და ავტომობილს მთელს სიგრძეზე მიუყვება და სახურავის ქრომორებული საბარგულის სამაგრები.


XMOD საბაზო „სცენიკის“ წინაამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი და მასზე სრულამძრავიანი ტრანსმისიის გამოყენება არც კი იგეგმება. სამაგიეროდ, „რენომ“ ის ტრექშნ კონტროლის სისტემა „გრიპ იქსტენდით“ აღჭურვა, რომელიც საგზაო პირობების შესაბამისად, სამ რეჟიმში მუშაობს. რეჟიმების შერჩევა, ცენტრალურ კონსოლზე არსებული ჯოისტიკითაა შესაძლებელი.


რეჟიმ „ექსპერტით“ მუშაობისას, სისტემა თავად აკონტროლებს მუხრუჭებს, მძღოლს კი მხოლოდ ძრავის კონტროლს უტოვებს. რეჟიმ „როუდზე“ გადართვისას, სისტემა ჩვეულებრივი ტრექშნ კონტროლივით მუშაობს. როდესაც რეჟიმი „ლუუს გრაუნდ“ ირთვება, სისტემა თავის ტავზე იღებს არამხოლოდ მუხრუჭების, არამედ ძრავის კონტროლსაც. მძღოლს კი მხოლოდ საჭის რგოლის კონტროლი რჩება.
სხვა მხრივ, მოდელი „სცენიკ XMOD“ არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი „სცენიკისგან“. თუმცა, ფრანგული კომპანია გვპირდება, რომ ამ ავტომობილის მყიდველს, ძრავების უფრო ფართო არჩევანს შესთავაზებს. ამ ავტომობილზე უფრო მეტ ინფორმაციას „რენო“ ჟენევაში გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment