Thursday, February 7, 2013

„ფორდმა“ რალიქროსისთვის სარბოლი „ფიესტა ST“ შექმნა

Ford reveals Fiesta ST race car, points at road ahead for bigger things in Global RallyCross
7 თებერვალი

„ფიესტა ST-ს“ გაყიდვებს „ფორდი“ ზაფხულში დაიწყებს, მაგრამ ამ ავტომობილს საქმეში მანამდე ვიხილავთ - ამერიკულმა კომპანიამ ჩიკაგოს ავტო შოუს გახსნამდე გამოაცხადა, რომ ეს ავტომობილი რალიქროსის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას. სარბოლი ვერსია (ფოტოზე) შვედურმა სატუნინგო კომპანია „ოლსბერგს MSE-მ“ მოამზადა. ამ „ფიესტა ST-თი“ რბოლებში მონაწილეობას ამერიკელი კენ ბლოკი და მისი გუნდი „ჰუნიგენ რეისინგი“ მიიღებენ.

სერია GRC-ს რბოლების კალენდარი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მისი ეტაპები, სერია „X გეიმსთან“ ერთად, ბრაზილიაში, ესპანეთში, გერმანიაში და რა თქმა უნდა, ამერიკაშიც გაიმართება. ამერიკული ეტაპებიდან ერთერთს ლოს ანჯელესი უმასპინძლებს. „ფორდი“ სერია „X გეიმსის“ ერთადერთი სპონსორია და ოქროს მედლის მოპოვებას გეგმავს. შარშან ეს სერია, ბლოკმა ვერცხლის მედლით დაამთავრა.


სარბოლი „ფიესტა ST-ს“ პრემიერა ჩიკაგოს ავტო შოუზე ჩატარდება, სადაც „ფორდი“ სხვა მოდელებსაც გამოფენს. მათ შორის იქნება „ფოკუს ST-ს“ ტუნინგგამოვლილი ვერსია „ტრეკსტერი“. ამ ავტომობილის შემუშავებაშიც კენ ბლოკი და მისი საჯინიბო, ასევე სატუნინგო კომპანია „ფიფტინ 52“ მონაწილეობდნენ.
პროექტ „ტრეკსტერით“ შექმნილი სარბოლი ავტომობილი გარეგნობით, ტექნიკური მახასიათებლებით და გაუმჯობესებული მართვით გამოირჩევა. მას აქვს განსხვავებული გამოსაბოლქვი, ასევე „ფორდ რეისინგის“ წარმოების კოლოფის გადამრთველი, რომელსაც მოკლე სვლები აქვს. მოდერნიზაცია ჩაუტარდა ძრავს, გამოიცვალა ინტერქულერი, ძრავის ელექტრონული სისტემა, მუხრუჭები და გადაბმის ქურო. მანქანას გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი დაუყენეს.

No comments:

Post a Comment